საქმეები 1:1—26

1  თეოფილე,+ პირველად იმის შესახებ მოგწერე, რასაც იესო აკეთებდა და ასწავლიდა+  იმ დღემდე, სანამ ცაში იქნებოდა აყვანილი+ და მას შემდეგ, რაც თავის ამორჩეულ მოციქულებს წმინდა სულის მეშვეობით მისცა მითითება.+  მათ ტანჯვის შემდეგაც არაერთხელ ეჩვენა ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებით.+ ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა.+  ერთხელაც, როცა მათ შეხვდა, მითითებები მისცა: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან+ და ელოდეთ მამის დაპირებულს,+ რაც ჩემგან მოისმინეთ.  იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი მალე წმინდა სულით+ მოინათლებით“.  სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, ჰკითხეს მას: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო+ ისრაელს?“  მან მიუგო: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები,+ რომლებიც მამის ძალაუფლებაშია,+  მაგრამ როცა თქვენზე წმინდა სული* გადმოვა, ძალას მიიღებთ+ და იქნებით ჩემი მოწმეები+ იერუსალიმში,+ მთელ იუდეასა და სამარიაში+ და დედამიწის კიდით კიდემდე“.+  ამის თქმის შემდეგ ის მათ თვალწინ ამაღლდა+ და ღრუბელმა დაფარა მათ თვალთაგან.+ 10  როცა ისინი ცაში ამავალ იესოს უყურებდნენ,+ მათ გვერდით დადგა თეთრებში+ შემოსილი ორი კაცი, 11  რომლებმაც უთხრეს: „გალილეელებო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევ მოვა,+ როგორც ცაში ამავალი იხილეთ“. 12  შემდეგ ისინი ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ.+ ზეთისხილის მთა იერუსალიმის მახლობლად შაბათი დღის სავალ მანძილზე* მდებარეობს.+ 13  პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, რომელსაც მოშურნეს ეძახიან, და იაკობის ვაჟი იუდა+ ქალაქში შევიდნენ, ზემოთა ოთახში+ ავიდნენ და იქ დარჩნენ. 14  ყველა ერთსულოვნად ლოცულობდა გამუდმებით,+ მათ შორის რამდენიმე ქალი,+ იესოს ძმები და დედამისი მარიამი.+ 15  იმ დროს წამოდგა პეტრე ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა: 16  «ძმებო! უნდა შესრულებულიყო დაწერილი,+ რომელიც დავითის პირით წმინდა სულმა+ წინასწარ წარმოთქვა იუდას შესახებ,+ რომელმაც მეგზურობა გაუწია იესოს შემპყრობლებს,+ 17  რადგან ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო+ და ჩვენთან ერთად ამ მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.+ 18  (ამ კაცმა უმართლობის+ საზღაურით შეიძინა+ მინდორი. ბოლოს მიწაზე თავით დაენარცხა,+ შუაზე გასკდა და ნაწლავები გადმოსცვივდა. 19  ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრმა შეიტყო. იმ მინდორს მათ ენაზე აკელდამა ანუ სისხლის მინდორი ეწოდა). 20  ფსალმუნების წიგნში წერია: „გაპარტახდეს მისი საცხოვრებელი და ნუ იქნება იქ მკვიდრი“+ და „მის ნაცვლად სხვამ შეასრულოს ზედამხედველის მოვალეობა“.+ 21  მაშასადამე, საჭიროა, რომ მათგან — ვინც ჩვენთან ერთად იკრიბებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ შორის დადიოდა უფალი იესო,+ 22  იოანეს მიერ მისი მონათვლიდან+ მისი ამაღლების დღემდე+ — ერთ-ერთი ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე გახდეს».+ 23  დაასახელეს ორი: ბარსაბად წოდებული იოსები, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია, 24  და ილოცეს: „იეჰოვა, გულთამხილავო,+ შენ გვიჩვენე, ამ ორიდან რომელი ამოირჩიე, 25  რომ მიიღოს ეს მსახურება და მოციქულობა,+ რომელსაც იუდა განუდგა, რათა თავის ადგილზე წასულიყო“. 26  წილი ჰყარეს,+ რომელიც ერგო მატთიას. თერთმეტ+ მოციქულს ეს ერთიც შეემატა.

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
დაახლოებით 890 მეტრი. შეადერეთ იეს. 3:4.