საქმეები 10:1—48

10  კესარეაში ცხოვრობდა ერთი კაცი კორნელიუსი, ეგრეთ წოდებული იტალიური რაზმის+ ასისთავი;+  მორწმუნე+ იყო და ღვთის შიში ჰქონდათ+ მასაც და მის შინაურებსაც, უხვად გასცემდა მოწყალებას+ და ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს.+  დღის მეცხრე საათისთვის*+ მან თვალნათლივ იხილა ხილვაში,+ რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი+ და მიმართა: „კორნელიუს!“  მან კი შეშინებულმა შეხედა და ჰკითხა: „რა, უფალო?“ ანგელოზმა მიუგო: „შენი ლოცვები+ და მოწყალება გახსენებულ იქნა ღვთის წინაშე.+  ამიტომ გაგზავნე კაცები იოპეში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.  ის მეტყავე სიმონთან არის სტუმრად, რომლის სახლიც ზღვის პირასაა“.+  როგორც კი გაშორდა ანგელოზი, მას რომ ელაპარაკებოდა, კორნელიუსმა მოუხმო თავის ორ მოსამსახურესა და ღვთისმოშიშ ჯარისკაცს, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა,+  ყველაფერი მოუყვა მათ და იოპეში+ გაგზავნა.  მეორე დღეს, როცა ისინი გზას განაგრძობდნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, პეტრე მეექვსე საათისთვის ბანზე+ ავიდა სალოცავად.+ 10  ძალიან მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ საჭმელს ამზადებდნენ, ის ბურანში წავიდა+ 11  და იხილა გახსნილი ცა+ და რაღაც ტილოს მსგავსი, რომელიც მიწაზე ოთხივე კიდით ეშვებოდა. 12  მასში იყო დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველები.+ 13  მას მოესმა ხმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“+ 14  პეტრემ იუარა: „არა, უფალო, არასოდეს მიჭამია ბილწი და უწმინდური“.+ 15  მას მეორედ მოესმა ხმა: „ნუღარ უწოდებ ბილწს+ იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“. 16  ეს მესამედაც მოხდა და ის ტილოს მსგავსი რაღაცა სწრაფად ავიდა ცაში.+ 17  პეტრე საგონებელში ჩააგდო ამ ხილვამ. კორნელიუსის მიერ გამოგზავნილ კაცებს კი გამოეკითხათ, სად იყო სიმონის სახლი, და ჭიშკარს მისდგომოდნენ.+ 18  დაიძახეს და იკითხეს, იყო თუ არა იქ სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული. 19  როცა პეტრე ხილვაზე ფიქრობდა, სულმა+ უთხრა: „აი, სამი კაცი გეძებს. 20  ადექი, ჩადი დაბლა და გაჰყევი მათ. არაფერმა დაგაეჭვოს, ისინი მე გამოვგზავნე“.+ 21  პეტრე ჩავიდა მათთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“ 22  მათ მიუგეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალ კაცს, რომელსაც ღვთის შიში+ აქვს და კარგი სახელი+ მთელ იუდეველ ხალხში, ღმერთმა უბრძანა წმინდა ანგელოზის მეშვეობით, გამოეგზავნა კაცები, რომ სახლში მიგიწვიოს და შენი სიტყვები მოისმინოს“. 23  პეტრემ ისინი სახლში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს ადგა და გაჰყვა მათ. ზოგი იოპელი ძმაც მასთან ერთად წავიდა. 24  მომდევნო დღეს ის კესარეაში შევიდა. კორნელიუსი ელოდა მათ. ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა. 25  პეტრე რომ შევიდა, კორნელიუსი შეეგება, მის ფეხებთან დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა, 26  მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“.+ 27  ამას რომ ეუბნებოდა, შიგნით შევიდა და დაინახა, რომ მრავალი შეკრებილიყო. 28  მან უთხრა მათ: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უკრძალავს უცხოტომელთან+ მისვლასა და ურთიერთობას, მაგრამ ღმერთმა მაჩვენა, რომ არავის ვუწოდო ბილწი ან უწმინდური.+ 29  ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ წამოვედი. ახლა მინდა გკითხოთ, რისთვის მომიხმეთ“. 30  კორნელიუსმა უთხრა: «ოთხი დღის წინ, მეცხრე საათზე,+ სახლში ვლოცულობდი და ჩემ წინ კაცი გაჩნდა მბრწყინავ სამოსელში+ 31  და მითხრა: „კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალება გახსენებულ იქნა ღვთის წინაშე.+ 32  გაგზავნე ვინმე იოპეში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.+ ის მეტყავე სიმონთან არის სტუმრად ზღვის პირას“.+ 33  მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან კაცები და კარგია, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რის თქმაც იეჰოვასგან გაქვს ნაბრძანები».+ 34  მაშინ პეტრემ გახსნა ბაგე და თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,+ 35  არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის.+ 36  მან სიტყვა გაუგზავნა+ ისრაელის ძეებს, ეხარებინა მშვიდობა+ იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ ის არის ყველას უფალი.+ 37  თქვენ იცით, რასაც ლაპარაკობდნენ მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული, იმ ნათლობის შემდეგ, რომელსაც იოანე ქადაგებდა.+ 38  ლაპარაკობდნენ იესო ნაზარეთელზე, როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული+ და მისცა ძალა და როგორ დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს,+ რადგან ღმერთი იყო მასთან.+ 39  ჩვენ იმ ყველაფრის მოწმეები ვართ, რაც მან იუდეველების ქვეყანასა და იერუსალიმში გააკეთა, მაგრამ ის ძელზე დაკიდეს და მოკლეს.+ 40  ღმერთმა ის მესამე დღეს აღადგინა და ნება მისცა, გამოცხადებოდა ადამიანებს,+ 41  მაგრამ არა ყველას, არამედ ღვთის მიერ წინასწარ დანიშნულ მოწმეებს+ — ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით+ მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42  მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ+ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა.+ 43  მასზე ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს,+ რომ მისი სახელის მეშვეობით ყოველ მის მორწმუნეს მიეტევება ცოდვები“.+ 44  პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე, ვინც სიტყვას ისმენდა.+ 45  წინადაცვეთილი ერთგულები, რომლებიც პეტრესთან ერთად მოვიდნენ, გაოცებულები იყვნენ, რომ უცხოტომელებსაც მიეცათ უსასყიდლო ძღვენი, წმინდა სული,+ 46  რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი უცხო ენებზე და განადიდებდნენ ღმერთს.+ მაშინ პეტრემ თქვა: 47  „ვის შეუძლია წყალში მონათვლა აუკრძალოს ამათ,+ რომლებმაც ჩვენსავით მიიღეს წმინდა სული?“ 48  და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ.+ შემდეგ მათ პეტრეს სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო.

სქოლიოები

დაახლოებით დღის 3 საათი.