საქმეები 12:1—25
12 იმ დროს მეფე ჰეროდემ* კრების ზოგიერთ წევრზე ხელი აღმართა და სასტიკად+ ექცეოდა მათ.
2 მან მახვილით+ მოკლა იაკობი, იოანეს ძმა.+
3 დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა+ და პეტრეც დააპატიმრა (ეს უფუარობის დღესასწაულზე მოხდა).+
4 შეიპყრო ის, საპყრობილეში ჩასვა+ და დაუყენა ჯარისკაცთა ოთხი ოთხეული, რათა მონაცვლეობით ედარაჯათ, რადგან აპირებდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.+
5 პეტრე საპყრობილეში ჰყავდათ, კრება კი მხურვალედ ლოცულობდა+ მისთვის.
6 ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა. იმ ღამეს პეტრეს ეძინა, ორი ჯაჭვით იყო შეკრული და აქეთ-იქით თითო ჯარისკაცი ედგა, კართან კი მცველები იდგნენ და საპყრობილეს სდარაჯობდნენ.
7 უეცრად იქ იეჰოვას ანგელოზი გაჩნდა+ და საკანი განათდა. მან პეტრეს გვერდში წაჰკრა, წამოაყენა+ და უთხრა: „ადექი, ჩქარა!“ და პეტრეს ხელებიდან ჯაჭვები+ დასცვივდა.
8 ანგელოზმა+ უთხრა: „სარტყელი შემოირტყი და სანდლები შეიკარი“. ისიც ასე მოიქცა. ბოლოს მან უთხრა: „მოსასხამი მოისხი+ და მომყევი“.
9 ისიც გავიდა და გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადი იყო და არა ხილვა, როგორც თვითონ ეგონა.+
10 პირველ და მეორე საგუშაგოებს რომ გასცდნენ, მიადგნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭეს, რომელიც მათ წინაშე თავისით გაიღო.+ გავიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და უეცრად მას ანგელოზი ჩამოშორდა.
11 პეტრე გონს მოეგო და თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, რომ იეჰოვამ თავისი ანგელოზი გამოგზავნა+ და დამიხსნა+ ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისგან, რასაც იუდეველები ელოდნენ“.
12 როგორც კი ეს გაიფიქრა, წავიდა მარკოზად+ წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლში, სადაც მრავალი შეკრებილიყო და ლოცულობდა.
13 ჭიშკარზე დააკაკუნა და ხმაზე ერთი მოახლე გამოვიდა, სახელად როდე.
14 პეტრეს ხმა რომ იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღების ნაცვლად სახლში შევარდა და ყველას შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.
15 მათ უთხრეს: „ხომ არ შეიშალე?!“ ის კი დაჟინებით ირწმუნებოდა, მართალს გეუბნებითო. მაშინ თქვეს, მისი ანგელოზი იქნებაო.+
16 პეტრე კი გარეთ იდგა და აკაკუნებდა. კარი რომ გააღეს და პეტრე დაინახეს, სახტად დარჩნენ.
17 მან კი ხელით ანიშნა,+ ჩუმად ყოფილიყვნენ და დაწვრილებით მოუყვა, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ საპყრობილიდან. ბოლოს უთხრა: „ეს ყველაფერი იაკობსა+ და ძმებს შეატყობინეთ“. ამის შემდეგ სხვაგან წავიდა.
18 გათენებისას+ ჯარისკაცებს შორის დიდი ჩოჩქოლი ატყდა, პეტრე რა იქნაო.
19 ჰეროდემ+ ბევრი ეძება ის და, რომ ვერ იპოვა, მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ისინი დასასჯელად წაეყვანათ,+ თვითონ კი იუდეიდან კესარეაში ჩავიდა და რამდენიმე ხანს იქ დარჩა.
20 ის გულმოსული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ამიტომ ისინი ყველანი ერთად მივიდნენ მასთან, გადაიბირეს მეფის სახლთუხუცესი ბლასტე და მშვიდობას ითხოვდნენ, რადგან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამფლობელოდან საზრდოობდა.+
21 ერთ დღესაც ჰეროდე სამეფო სამოსლით შეიმოსა, სასამართლო ტახტზე დაჯდა და მათ სიტყვით მიმართა.
22 შეკრებილი ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“+
23 უცბად ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა,+ რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს+ და მატლებისგან შეჭმული მოკვდა.
24 იეჰოვას სიტყვა+ კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.+
25 ბარნაბამ+ და სავლემ დახმარება+ ჩაიტანეს იერუსალიმში, ხოლო უკან რომ ბრუნდებოდნენ, თან წაიყვანეს იოანე,+ მარკოზად წოდებული.
სქოლიოები
^ ანუ ჰეროდე აგრიპა I.