საქმეები 13:1—52
13 ანტიოქიის კრებაში იყვნენ წინასწარმეტყველები+ და მასწავლებლები: ბარნაბა, სიმონი, რომელსაც ნიგერს ეძახდნენ, კირენელი ლუციუსი,+ მანაენი, რომელმაც განათლება გამგებელ ჰეროდესთან ერთად მიიღო, და სავლე.
2 როცა ისინი საჯაროდ ემსახურებოდნენ+ იეჰოვას და მარხულობდნენ, წმინდა სულმა უთხრა მათ: „ბარნაბა და სავლე+ იმ საქმისთვის გამოყავით, რომლისთვისაც მოვუწოდე“.
3 მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს+ მათ და გაუშვეს.
4 ისინი, წმინდა სულის მიერ გაგზავნილნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კვიპროსისკენ გაცურეს,
5 სალამინში მივიდნენ და იუდეველთა სინაგოგებში დაიწყეს ღვთის სიტყვის გაცხადება. იოანეც+ მათთან იყო დამხმარედ.
6 მთელი კუნძული შემოიარეს და პაფოსამდე მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ერთ იუდეველ ჯადოქარსა და ცრუწინასწარმეტყველს,+ სახელად ბარიესოს,
7 რომელიც ჭკვიან კაცთან, პროკონსულ სერგიუს პავლუსთან იყო. პროკონსულმა ბარნაბა და სავლე დაიბარა, რადგან ძალიან უნდოდა ღვთის სიტყვის მოსმენა.
8 ჯადოქარი ელიმა (ასე ითარგმნება მისი სახელი) შეეწინააღმდეგა მათ+ და ცდილობდა პროკონსულისთვის რწმენა დაეკარგვინებინა.
9 სავლე, რომელსაც პავლესაც ეძახდნენ, წმინდა სულით აღივსო, შეხედა მას
10 და უთხრა: „ოჰ, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით სავსევ, ეშმაკის+ შვილო, ყოველივე მართლის მტერო, არ მოეშვები იეჰოვას სწორი გზების გამრუდებას?
11 იეჰოვას ხელია შენზე: დაბრმავდები და დროებით ვეღარ დაინახავ მზის შუქს“. ის მაშინვე ბინდმა და სიბნელემ მოიცვა, ხელის ცეცებით დადიოდა და ეძებდა ვინმეს, რომ ხელი ჩაეკიდა მისთვის და წაეყვანა.+
12 როცა პროკონსულმა+ დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა და განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით.
13 შემდეგ პავლემ და მისმა თანამგზავრებმა პაფოსიდან გაცურეს და პამფილიის+ პერგეში ჩავიდნენ. იოანე+ ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.+
14 მათ პერგედან გზა განაგრძეს და მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, შაბათს სინაგოგაში+ შევიდნენ და დასხდნენ.
15 ხალხისთვის კანონისა+ და წინასწარმეტყველთა წიგნების წაკითხვის შემდეგ სინაგოგის წინამძღვრებმა+ შეუთვალეს: „ძმებო, თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით“.
16 პავლე ადგა, ხელით ანიშნა,+ რომ გაჩუმებულიყვნენ, და თქვა:
«ისრაელებო და თქვენ, ვისაც ღვთის შიში გაქვთ, მოისმინეთ!+
17 ამ ხალხის, ისრაელის, ღმერთმა ჩვენი მამა-პაპა აირჩია, აამაღლა ისინი ეგვიპტეში ხიზნობის დროს და აღმართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.+
18 ორმოცი წელი+ ითმენდა მათ საქციელს უდაბნოში.
19 ქანაანის მიწაზე შვიდი ერი ამოწყვიტა და მათი მიწა წილისყრით დაანაწილა.+
20 ყველაფერი ეს დაახლოებით ოთხას ორმოცდაათ წელს გაგრძელდა.
ამის შემდეგ მისცა მათ მსაჯულები სამუელ წინასწარმეტყველამდე.+
21 მერე მეფე მოითხოვეს+ და ღმერთმა მისცა საული, კიშის ძე ბენიამინის ტომიდან,+ რომელმაც ორმოცი წელი იმეფა.
22 ღმერთმა მის ნაცვლად+ დავითი გაამეფა,+ რომლის შესახებაც დაამოწმა: „ვპოვე დავითი, იესეს ძე,+ გულით სასურველი კაცი,+ რომელიც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მე მსურს“.+
23 მისი შთამომავლობიდან,+ თავისი დანაპირების თანახმად, ღმერთმა ისრაელს მხსნელი,+ იესო მოუვლინა
24 იოანეს+ შემდეგ, რომელიც მის მოსვლამდე+ საჯაროდ უქადაგებდა ისრაელის მთელ ხალხს, რომ მონათლულიყვნენ მონანიების ნიშნად.
25 მაგრამ თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: „ვინ გგონივართ? ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ. ჩემ შემდეგ მოდის ის, ვისი სანდლების გახსნის ღირსიც არა ვარ“.+
26 ძმებო, აბრაამის შთამომავალნო და თქვენ, ვისაც ღვთის შიში გაქვთ, ამ ხსნის სიტყვა ჩვენ გამოგვეგზავნა,+
27 რადგან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მმართველებმა არ ცნეს ის,+ არამედ გაასამართლეს, რითაც შეასრულეს წინასწარმეტყველთა წიგნებში ჩაწერილი სიტყვები,+ რომლებიც ყოველ შაბათს ხმამაღლა იკითხება;
28 და, თუმცა სიკვდილით დასჯის მიზეზი ვერ უპოვეს,+ პილატეს მოსთხოვეს, სიკვდილით დაესაჯა იგი.+
29 როცა შეასრულეს ყველაფერი, რაც მასზე იყო დაწერილი,+ ძელიდან ჩამოხსნეს+ და სამარხში დაასვენეს.+
30 მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იესო+
31 და ის მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, ვინც მასთან ერთად ავიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და ახლა მის შესახებ უმოწმებენ ხალხს.+
32 ამიტომ გიცხადებთ სასიხარულო ცნობას ჩვენი მამა-პაპისთვის მიცემული დანაპირების შესახებ,+
33 რომ ღმერთმა ის პირნათლად შეგვისრულა ჩვენ, მათ შვილებს, იმით, რომ აღადგინა იესო,+ როგორც მეორე ფსალმუნში წერია: „შენ ჩემი ძე ხარ, მე დღეს გავხდი შენი მამა“.+
34 ის, რომ მან მკვდრეთით აღადგინა იესო, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნას, მან შემდეგნაირად თქვა: „მოგცემთ დავითის მიმართ ერთგულებით გამოვლენილ მრავალ სიკეთეს*“.+
35 ის სხვა ფსალმუნშიც ამბობს: „არ დაუშვებ, რომ შენი ერთგული გაიხრწნას“.+
36 დავითი+ ღვთის ნათლად გამოხატულ ნებას მოემსახურა თავის მოდგმაში. მან სიკვდილის ძილით დაიძინა, თავის მამა-პაპასთან დაასვენეს და გაიხრწნა;+
37 ის კი, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ გახრწნილა.+
38 ამიტომ, ძმებო, იცოდეთ, რომ ახლა მისი მეშვეობით გეუწყებათ ცოდვების პატიება.+
39 ყველაფერში, რაშიც მოსეს კანონით ვერ ჩაითვალეთ უდანაშაულოდ,+ მისი მეშვეობით ჩაითვლება უდანაშაულოდ ყველა მორწმუნე.+
40 ამიტომ გაფრთხილდით, რომ თქვენზე არ შესრულდეს წინასწარმეტყველთა წიგნებში ნათქვამი:
41 „უყურეთ, მოძულენო, გაიკვირვეთ და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს ვაკეთებ თქვენს დროში, ვინმე დაწვრილებითაც რომ მოგიყვეთ, მაინც არ ირწმუნებთ“».+
42 ისინი გარეთ გადიოდნენ და ხალხი ეხვეწებოდა, ამ საკითხებზე კიდევ ელაპარაკათ მომდევნო შაბათს.+
43 როცა სინაგოგაში შეკრებილი ხალხი დაიშალა, მრავალი იუდეველი და ღვთის თაყვანისმცემელი პროზელიტი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას,+ რომლებიც ესაუბრებოდნენ მათ და ღვთის წყალობაში+ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.+
44 მომდევნო შაბათს თითქმის მთელი ქალაქი შეიკრიბა იეჰოვას სიტყვის მოსასმენად.+
45 როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ+ და მკრეხელურად ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს ნათქვამს.+
46 პავლე და ბარნაბა კი გაბედულად ლაპარაკობდნენ: «ღვთის სიტყვა პირველად თქვენ უნდა გაგეგოთ,+ მაგრამ, რადგან უარყოფთ+ მას და საკუთარ თავს მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლით, ჩვენ უცხოტომელებთან მივდივართ.+
47 იეჰოვამ ასეთი მცნებაც დაგვიდო: „დაგნიშნე ერების სინათლედ,+ რომ მხსნელი იყო დედამიწის კიდით-კიდემდე“».+
48 როცა ეს უცხოტომელებმა მოისმინეს, გაუხარდათ და იეჰოვას სიტყვის განდიდება დაიწყეს,+ და ყველამ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი, ირწმუნა.+
49 იეჰოვას სიტყვა მთელ იმ ქვეყანაში ვრცელდებოდა.+
50 მაგრამ იუდეველებმა+ წააქეზეს ღვთის თაყვანისმცემელი პატივცემული ქალები და ქალაქის გავლენიანი კაცები. მათაც დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა+ და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს.
51 მათ კი ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეს მათ წინაშე+ და იკონიონში წავიდნენ.
52 მოწაფეები კვლავ სიხარულითა+ და წმინდა სულით ივსებოდნენ.