საქმეები 17:1—34
17 მათ გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში,+ სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2 ჩვეულებისამებრ,+ პავლე სინაგოგაში შევიდა და სამ შაბათს მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე.+
3 ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა+ და მკვდრეთით აღმდგარიყო,+ და ეუბნებოდა: „ქრისტე+ ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“.
4 ზოგმა მათგანმა ირწმუნა+ და პავლესა და სილას+ შეუერთდა. მსგავსად მოიქცა ღვთის თაყვანისმცემელი მრავალი ბერძენი და ბევრი გავლენიანი ქალიც.
5 იუდეველებს კი შეშურდათ,+ ბაზრის მოედნიდან წაიყვანეს რამდენიმე უსაქმური, ბოროტი კაცი, ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს,+ იასონის+ სახლს მიადგნენ და დააპირეს, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა.
6 ისინი ვერ იპოვეს და იასონი და რამდენიმე ძმა წაათრიეს ქალაქის გამგებლებთან ყვირილით: „ამათ ქვეყანა ყირაზე+ დააყენეს და აქაც მოვიდნენ,
7 იასონმა კი სტუმართმოყვარულად მიიღო. ესენი კეისრის დადგენილებებს+ ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო,+ იესო“.
8 ამის მოსმენაზე ხალხი და ქალაქის გამგებლები აღშფოთდნენ.
9 იასონისა და დანარჩენებისგან თავდები აიღეს და გაუშვეს.
10 ძმებმა პავლე და სილა იმ ღამესვე+ ბერეაში გაგზავნეს, ისინი კი ჩასვლისთანავე იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.
11 იქაურები თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ, რადგან უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ+ წმინდა წერილებს,+ ნამდვილად ასე თუ არისო.+
12 მათგან მრავალმა ირწმუნა. ირწმუნეს პატივცემულმა+ ბერძენმა ქალებმა და კაცებმა,
13 მაგრამ როცა თესალონიკელმა იუდეველებმა გაიგეს, რომ პავლემ ბერეაშიც აუწყა ღვთის სიტყვა, მივიდნენ, იქაც წააქეზეს+ და აღაშფოთეს+ ხალხი.
14 ძმებმა პავლე მაშინვე ზღვისკენ გაგზავნეს,+ სილა და ტიმოთე კი იქ დარჩნენ.
15 გამცილებლებმა პავლე ათენში მიიყვანეს. სანამ წავიდოდნენ, პავლემ მათ სილასა და ტიმოთესთან+ დააბარა, რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან.
16 როცა მათ ათენში ელოდებოდა, პავლემ ნახა, რომ ქალაქი კერპებით იყო სავსე, რამაც აღაშფოთა+ იგი.
17 მსჯელობდა ის სინაგოგაში იუდეველებთან+ და ღვთის თაყვანისმცემელ უცხოტომელებთან და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ, ვისაც მოედანზე+ ხვდებოდა.
18 ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსმა+ მას დავა დაუწყო. ზოგი ამბობდა: „რისი თქმა უნდა ამ მოლაყბეს?“+ სხვები კი ამბობდნენ: „ეტყობა, უცხო ღვთაებებს ქადაგებს“. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ სასიხარულო ცნობას აუწყებდა იესოსა და აღდგომის შესახებ.+
19 შეიპყრეს ის, არეოპაგში* მიიყვანეს და ჰკითხეს: „გაგვაგებინე, რა ახალ სწავლებას+ ქადაგებ?
20 ჩვენს ყურებს უცნაურ რამეს ასმენინებ. გვინდა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს“.+
21 სინამდვილეში ათენელები და იქ დროებით მცხოვრები უცხოელები თავისუფალ დროს მხოლოდ ახალი ამბების მოყოლასა და მოსმენაში ატარებდნენ.
22 პავლე არეოპაგის+ შუაში დადგა და თქვა:
«ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებებისა.+
23 როცა მოვდიოდი და თქვენი თაყვანისცემის საგნებს ვათვალიერებდი, ვნახე სამსხვერპლოც, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“. მე სწორედ იმის შესახებ გაუწყებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24 ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი,+ ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,+
25 არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს,+ რადგან თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს,+ სუნთქვასა+ და ყოველივეს.
26 მან ერთი ადამიანიდან შექმნა+ ყველა ხალხი,+ რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ,+ და დასასახლებლად დაუნიშნა დროები+ და დაუდო საზღვრები,+
27 რათა ეძებნათ ღმერთი,+ იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი,+ და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან,
28 რადგან მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ,+ როგორც თქვენს ზოგ პოეტსაც+ უთქვამს, ჩვენ მისი მოდგმა ვართო.
29 რადგან ღვთის მოდგმა ვართ,+ არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი+ ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.+
30 ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო+ და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ.+
31 ვინაიდან დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს+ მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით+ აღადგინა იგი».
32 როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო,+ ზოგი კი ამბობდა, ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთო.
33 ბოლოს პავლე წავიდა,
34 ზოგიერთები გაჰყვნენ მას და ირწმუნეს. მათ შორის იყვნენ არეოპაგის+ მოსამართლე დიონისე, ერთი ქალი, სახელად დამარისი, და სხვები.
სქოლიოები
^ მაღლობი ძველ ათენში, სადაც უზენაესი სასამართლოც იკრიბებოდა.