საქმეები 18:1—28

18  ათენიდან ის კორინთში წავიდა.  იქ ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა,+ წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა. ისინი ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიიდან,+ რადგან კლავდიუსს+ ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი. ის მათთან მივიდა  და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, კარვებს კერავდნენ, მათთან დარჩა და ერთად მუშაობდნენ.+  ყოველ შაბათს ის სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში+ და იუდეველებსა და ბერძნებს არწმუნებდა.  როცა მაკედონიიდან სილა+ და ტიმოთე+ ჩამოვიდნენ, პავლე მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში. ის უმოწმებდა და უმტკიცებდა იუდეველებს, რომ იესო არის ქრისტე.+  მაგრამ, რაკი ეწინააღმდეგებოდნენ მას და შეურაცხყოფას აყენებდნენ,+ ტანსაცმელი დაიბერტყა+ და უთხრა: „თქვენი სისხლი+ თქვენზე იყოს. მე სუფთა+ ვარ. ამიერიდან უცხოტომელებთან წავალ“.+  წავიდა იქიდან და მივიდა ღვთის თაყვანისმცემელ ტიციუს იუსტუსთან, რომლის სახლიც სინაგოგაზე იყო მიშენებული.  სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა+ და ყველა მისმა შინაურმა ირწმუნა უფალი. ირწმუნა მრავალმა კორინთელმაც, ვინც ცნობა მოისმინა, და მოინათლა.  უფალმა ღამით ხილვაში უთხრა პავლეს:+ „ნუ გეშინია, ილაპარაკე და არ გაჩუმდე, 10  შენთანა ვარ+ და ვერავინ აღმართავს ხელს შენს საზიანოდ, რადგან ამ ქალაქში ბევრი ხალხი მყავს“. 11  ამიტომ ის წელიწადი და ექვსი თვე დარჩა იქ და ღვთის სიტყვას ასწავლიდა. 12  იმ დროს, როცა გალიონი აქაიის პროკონსული+ იყო, იუდეველები ერთიანად აუმხედრდნენ პავლეს, სასამართლო ტახტთან მიიყვანეს+ 13  და ამბობდნენ: „ეს კაცი კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს — ხალხს არწმუნებს,+ რომ სხვაგვარად სცენ ღმერთს თაყვანი“. 14  როცა პავლემ რაღაცის თქმა დააპირა, გალიონმა იუდეველებს უთხრა: „იუდეველებო, საქმე რაიმე არასწორ საქციელს ან საშინელ ბოროტმოქმედებას რომ ეხებოდეს, მოთმინებით მოგისმენდით, 15  მაგრამ თუ თქვენს სიტყვებზე, სახელებსა+ და კანონზე+ დავობთ, თვითონვე მიხედეთ ამ საქმეს. მე არ მინდა, ამის მოსამართლე ვიყო“. 16  ეს რომ თქვა, ყველა გააძევა სასამართლო ტახტიდან. 17  მათ სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე+ დაიჭირეს და სასამართლო ტახტის წინ სცემეს. გალიონს კი ეს სულ არ ადარდებდა. 18  პავლე კარგა ხანს დარჩა მათთან. მერე ძმებს გამოემშვიდობა და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გაცურა. კენქრეში+ მან თავი გაიკრიჭა,+ რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. 19  ეფესოში რომ ჩავიდნენ, ისინი იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში+ შევიდა და იუდეველებთან მსჯელობდა. 20  მიუხედავად იმისა, რომ სთხოვდნენ, მეტ ხანს დარჩენილიყო, არ დათანხმდა, 21  გამოემშვიდობა+ მათ და უთხრა: „თუ იეჰოვა ინებებს, კვლავ დავბრუნდები“.+ ეფესოდან ზღვით წავიდა 22  კესარეაში. იქიდან წავიდა* და კრება მოინახულა, საიდანაც ანტიოქიაში ჩავიდა. 23  იქ რამდენიმე ხანი დაყო, მერე კი გალატიისა+ და ფრიგიის+ მხარეებში დადიოდა და მოწაფეებს განამტკიცებდა.+ 24  იმ დროს ეფესოში ჩავიდა ერთი მჭევრმეტყველი იუდეველი, სახელად აპოლოსი,+ წარმოშობით ალექსანდრიელი. მან კარგად იცოდა წმინდა წერილები.+ 25  ზეპირგადმოცემით ჰქონდა ნასწავლი იეჰოვას გზა და რადგან ღვთის სულით იყო ანთებული,+ სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლობა+ იცოდა. 26  მან გაბედულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მას პრისკილამ და აკვილამ+ მოუსმინეს, თავიანთთან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა. 27  ვინაიდან მას აქაიაში უნდოდა წასვლა, ძმებმა მოწაფეებს მისწერეს და მოუწოდეს, რომ გულთბილად მიეღოთ იგი. ჩავიდა აპოლოსი და დიდად დაეხმარა+ მათ, ვინც ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ირწმუნა.+ 28  ის ყველას წინაშე გულმოდგინებით და საფუძვლიანად უმტკიცებდა იუდეველებს, რომ მართლები არ იყვნენ, და წმინდა წერილებიდან+ უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ავიდა. როგორც ჩანს იერუსალიმში.