საქმეები 2:1—47

2  ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე+ ყველანი ერთად იყვნენ.  უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.+  მათ თითქოს ცეცხლის ენები+ დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე.  აღივსო ყველა წმინდა სულით+ და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე+ ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ.  მაშინ იერუსალიმში იყვნენ ღვთისმოშიში+ იუდეველები+ ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხიდან.  როცა ხმაური გაისმა, დიდძალი ხალხი შეიკრიბა და ყველა საგონებელში ჩაცვივდა, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ მათ ენებზე.  ისინი განცვიფრებულები ამბობდნენ: „შეხედეთ, განა ესენი, რომლებიც ლაპარაკობენ, ყველანი გალილეელები+ არ არიან?  მაშ, როგორ გვესმის ჩვენ-ჩვენი ენა, რომელზეც დაბადებიდან ვლაპარაკობთ?  პართელებს, მიდიელებს,+ ელამელებს,+ შუამდინარეთის, იუდეის,+ კაპადოკიის,+ პონტოს,+ აზიის*,+ 10  ფრიგიის,+ პამფილიისა+ და ეგვიპტის მკვიდრთ, აგრეთვე კირენესკენ მდებარე ლიბიის მხარეთა მკვიდრთ და რომიდან ჩამოსულ იუდეველებსა და პროზელიტებს,+ 11  კრეტელებსა+ და არაბებს+ — ყველას გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“. 12  განცვიფრებულები იყვნენ, საგონებელში ჩაცვივდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს?“ 13  სხვები კი დასცინოდნენ მათ და ამბობდნენ, მაჭრით დამთვრალანო.+ 14  წამოდგა პეტრე თერთმეტთან+ ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: «იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო!+ იცოდეთ ეს და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს. 15  ესენი მთვრალები არ არიან,+ როგორც თქვენ გგონიათ, რადგან ახლა დღის მესამე საათია*. 16  ეს ის არის, რაც იოელ წინასწარმეტყველის პირით იყო ნათქვამი: 17  „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს+ ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ, თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.+ 18  ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს და ისინიც იწინასწარმეტყველებენ.+ 19  მაღლა ცაში მოვახდენ საკვირველებებს და დაბლა დედამიწაზე მოვავლენ ნიშნებს, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.+ 20  მზე+ დაბნელდება და მთვარე სისხლად იქცევა იეჰოვას დიდი და დიდებული დღის მოსვლამდე.+ 21  და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.+ 22  ისრაელებო, მოისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეთელი,+ კაცი, რომელიც ღმერთმა აშკარად დაგანახვათ სასწაულებით,+ საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა თქვენ შორის,+ როგორც თვითონვე იცით, 23  ღვთის განზრახვითა და წინასწარგანჭვრეტით გადაცემული,+ თქვენ ძელზე გააკარით უკანონობის მოქმედთა ხელით და მოკალით,+ 24  მაგრამ ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან+ გაათავისუფლა და აღადგინა,+ რადგან შეუძლებელი იყო, ის სიკვდილის ძალაუფლებაში დარჩენილიყო.+ 25  დავითი მასზე ამბობს: „იეჰოვა ყოველთვის თვალწინ მედგა, ის ჩემ მარჯვნივ არის, რათა არ შევდრკე.+ 26  ამიტომ გამხიარულდა ჩემი გული და ჩემმა ბაგეებმა დიდად გაიხარა. ჩემი სხეულიც კი იმედით იცოცხლებს,+ 27  რადგან არ დატოვებ ჩემს სულს* სამარეში* და არ დაუშვებ, რომ შენი ერთგული გაიხრწნას.+ 28  შენ გამაგებინე სიცოცხლის გზები, შენი სახე ამავსებს სიხარულით“.+ 29  ძმებო, თქვენთან შეიძლება თამამად ითქვას მამამთავარი დავითის შესახებ, რომ ის მოკვდა+ და დამარხეს და მისი სამარხი დღემდე ჩვენ შორისაა. 30  ამიტომ, რადგან ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, შენი საზარდულის ნაყოფს დავსვამო შენს ტახტზე,+ 31  მან წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც სამარეში* იქნებოდა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნებოდა.+ 32  ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ყველანი ვართ.+ 33  ამიტომ, რადგანაც ის ღვთის მარჯვნივ ამაღლდა+ და აღთქმული წმინდა სული* მიიღო მამისგან,+ გადმოგვაფრქვია ის, რასაც ხედავთ და ისმენთ. 34  დავითი არ ასულა ზეცაში,+ მაგრამ თავად ამბობს: „იეჰოვამ უთხრა ჩემს უფალს, იჯექი ჩემ მარჯვნივ,+ 35  სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევო“.+ 36  მაშ, ისრაელის მთელი სახლი დარწმუნებული იყოს, რომ იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით,+ ღმერთმა უფლად+ და ქრისტედ აქცია». 37  ეს რომ მოისმინეს, გულის სიღრმემდე შეიძრნენ+ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს ჰკითხეს: „ძმებო, როგორ მოვიქცეთ?“+ 38  პეტრემ მიუგო: „მოინანიეთ+ და მოინათლეთ+ იესო ქრისტეს სახელით,+ რათა ცოდვები მოგეტევოთ,+ და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს+ — წმინდა სულს, 39  რადგან ეს დანაპირები+ თქვენთვის, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისთვის არის,+ ვისაც კი მოუხმობს იეჰოვა, ჩვენი ღმერთი“.+ 40  მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა მათ საფუძვლიანად და შეაგონებდა: „თავი დააღწიეთ ამ უკუღმართ თაობას“.+ 41  ამიტომ, ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა+ და იმ დღეს დაახლოებით სამი ათასი სული* შეემატათ.+ 42  ისინი მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ,+ ერთად ჭამდნენ+ და ლოცულობდნენ.+ 43  მაშინ შიშმა მოიცვა ყოველი სული და დაიწყეს მოციქულებმა მრავალი საკვირველებისა და ნიშნის მოხდენა.+ 44  ყველა, ვინც ირწმუნა, ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.+ 45  ისინი ყიდდნენ თავიანთ საკუთრებასა+ და ქონებას და ყველას საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ.+ 46  ყოველდღე ერთად იყვნენ ყველანი ტაძარში+ და დიდი სიხარულითა და წრფელი გულით ერთად ჭამდნენ+ ხან ერთთან და ხან მეორესთან, 47  ღმერთს აქებდნენ და კეთილგანწყობილებას იხვეჭდნენ ყველას თვალში,+ იეჰოვა კი ყოველდღე მატებდა+ მათ გადარჩენილებს.+

სქოლიოები

აზიაში იგულისხმება რომის იმპერიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული მხარე.
დაახლოებით დილის 9 საათი, მესამე საათი მზის ამოსვლიდან.
ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 2:27-ის სქოლიო.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.