საქმეები 22:1—30

22  „ძმებო+ და მამებო, მომისმინეთ, თავი მინდა დავიცვა+ თქვენ წინაშე“.  (როცა გაიგონეს, რომ ებრაულად+ მიმართავდა, უფრო ჩაწყნარდნენ, მან კი თქვა:)  «მე იუდეველი ვარ,+ დავიბადე კილიკიის+ ტარსოსში, მაგრამ განათლება ამ ქალაქში მივიღე გამალიელის+ ფეხებთან. მამაპაპისეული კანონის სიმკაცრით+ განსწავლული და ღვთის მოშურნე ვარ,+ როგორც თითოეული თქვენგანი დღეს.  ვდევნიდი უფლის გზის მიმდევრებს, სასიკვდილოდაც+ კი ვიმეტებდი მათ, ვბოჭავდი და საპყრობილეებში+ ვყრიდი კაცსაც და ქალსაც,  რაშიც მღვდელმთავარი და ყველა უხუცესი+ დამემოწმება. მათ წერილებიც+ კი გამატანეს დამასკოელ ძმებთან და წავედი, რომ იქაურებიც შემებოჭა და იერუსალიმში მომეყვანა დასასჯელად.  როცა დამასკოს ვუახლოვდებოდი, შუადღისას უეცრად ძლიერი სინათლე მომეფინა ციდან,+  მიწაზე დავეცი და გავიგონე ხმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“+  ვკითხე: „ვინა ხარ, უფალო?“ მან მითხრა: „მე ვარ იესო ნაზარეთელი, რომელსაც შენ დევნი“.+  ჩემი თანამგზავრები ხედავდნენ+ სინათლეს, მაგრამ ვერ გაეგოთ, რას მელაპარაკებოდა ის ხმა.+ 10  მაშინ ვკითხე: „როგორ მოვიქცე,+ უფალო?“ უფალმა მომიგო: „ადექი, წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყველაფერი, რის გაკეთებაც გევალება“.+ 11  იმდენად დიდებული იყო ის სინათლე, რომ ვეღარაფერს ვხედავდი. ამიტომ ჩემმა თანამგზავრებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.+ 12  შემდეგ ერთი ღვთისმოშიში და კანონის დამცველი კაცი, ანანია, რომელსაც კარგი სახელი ჰქონდა+ იქ მცხოვრებ იუდეველებს შორის, 13  ჩემთან მოვიდა, გვერდით დამიდგა და მითხრა: „სავლე, ძმაო, აგეხილოს თვალი!“+ მე მაშინვე დავინახე იგი. 14  მან მითხრა: „ჩვენი მამა-პაპის+ ღმერთმა აგირჩია,+ რომ მისი ნება შეგეცნო და დაგენახა+ ის, ვინც მართალია,+ და მოგესმინა მისი ხმა,+ 15  რადგან შენ მისი მოწმე უნდა იყო და ყველას წინაშე უნდა დაამოწმო ის, რაც ნახე და მოისმინე.+ 16  რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე,+ ჩამოირეცხე+ ცოდვები და მოუხმე მის სახელს“.+ 17  როცა იერუსალიმში+ დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, ბურანში წავედი+ 18  და ვიხილე იგი. მან მითხრა: „იჩქარე, მალე გადი იერუსალიმიდან, რადგან ისინი არ მიიღებენ+ შენს მოწმობას ჩემ შესახებ“. 19  მე მივუგე: „უფალო, მათ ხომ კარგად იციან, რომ შენს მორწმუნეებს საპყრობილეში+ ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი.+ 20  და როცა შენი მოწმის, სტეფანეს+ სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი+ ამას და მისი მკვლელების ტანსაცმელს ვდარაჯობდი“. 21  მან კი მაინც მითხრა: „წადი, შორს გგზავნი, უცხოტომელებთან“».+ 22  ამ სიტყვებამდე ისინი უსმენდნენ მას, შემდეგ კი აყვირდნენ: „მოაშორე ეს კაცი მიწის პირისგან, არ არის სიცოცხლის ღირსი!“+ 23  ყვიროდნენ, ტანსაცმელს აქეთ-იქით ისროდნენ და მტვერს ჰაერში ყრიდნენ,+ 24  რის გამოც ათასისთავმა ბრძანა, ის ყაზარმაში წაეყვანათ და შოლტით დაეკითხათ, რომ ბოლომდე გაეგო, რატომ ყვიროდნენ+ ასე მის წინააღმდეგ. 25  მაგრამ როცა ის გასაშოლტად დააბეს, პავლემ იქ მდგომ ასისთავს უთხრა: „განა გაქვთ იმის უფლება, რომ რომაელი+ კაცი გაუსამართლებლად გაშოლტოთ?“ 26  როცა ასისთავმა ეს გაიგონა, ათასისთავთან მივიდა და მოახსენა: „რას აპირებ? რომაელი ყოფილა ეს კაცი“. 27  ათასისთავი მივიდა მასთან და ჰკითხა: „მითხარი, რომაელი ხარ?“+ მან უპასუხა: „დიახ“. 28  ათასისთავმა დასძინა: „მე დიდი თანხა დამიჯდა ამ მოქალაქეობის მიღება“. პავლემ მიუგო: „მე კი ამ მოქალაქის უფლებებით დავიბადე“.+ 29  როგორც კი ეს მოისმინეს, მათ, ვინც წამებით უპირებდა დაკითხვას, მიატოვეს ის. ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ ის რომაელი+ ყოფილა, რადგან მან შებოჭა იგი. 30  მეორე დღეს, რადგან სურდა დანამდვილებით გაეგო, რატომ სდებდნენ ბრალს იუდეველები, ის გაათავისუფლა და ბრძანა, რომ უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი* შეკრებილიყო; ჩამოიყვანა პავლე და მათ შორის დააყენა.+

სქოლიოები

ებრაელების უზენაესი სასამართლო.