საქმეები 23:1—35

23  პავლემ შეხედა სინედრიონს და თქვა: „ძმებო, დღემდე სრულიად სუფთა სინდისით+ დავდივარ ღვთის წინაშე“.  ამაზე მღვდელმთავარმა ანანიამ მის გვერდით მდგომთ უბრძანა, ტუჩებში შემოერტყათ+ მისთვის.  მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი შემოგარტყამს შე შეთეთრებულო+ კედელო. თან ზიხარ და კანონით მასამართლებ,+ თან კიდევ ჩემს ცემას ბრძანებ და ამით თვითონვე არღვევ კანონს?!“+  მის გვერდით მდგომებმა თქვეს: „ღვთის მღვდელმთავარს ლანძღავ?“  პავლემ მიუგო: «ძმებო, არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარი იყო. დაწერილია: „შენი ხალხის მმართველზე ცუდს ნუ იტყვი“».+  პავლემ შენიშნა, რომ ერთნი სადუკეველები+ იყვნენ, მეორენი კი — ფარისევლები, და სინედრიონში წამოიძახა: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ,+ ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის+ გამო მასამართლებენ“.+  ეს რომ თქვა, უთანხმოება+ ჩამოვარდა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის და იქ მყოფი ხალხი გაიყო,  რადგან სადუკეველები+ ამბობენ, რომ არ არსებობს არც აღდგომა,+ არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი ამ ყველაფერს აღიარებენ.  ატყდა ძლიერი ყვირილი+ და ფარისევლების მხრიდან ზოგი მწიგნობარი წამოდგა და ცხარე კამათი გამართეს: „ამ კაცს ვერანაირი დანაშაული ვერ ვუპოვეთ,+ და თუ მას სული ან ანგელოზი ელაპარაკა . . .“+ 10  როცა უთანხმოება გამწვავდა, ათასისთავს შეეშინდა, პავლე არ გაგლიჯონო, და ჯარისკაცებს+ უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ მათთვის და ყაზარმაში წაეყვანათ.+ 11  მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას+ და უთხრა: „გამაგრდი!+ როგორც იერუსალიმში ამოწმებდი+ საფუძვლიანად ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა დაამოწმო“.+ 12  როცა გათენდა, იუდეველებმა პირი შეკრეს+ და ფიცი დადეს,+ რომ სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც შეჭამდნენ და არც დალევდნენ.+ 13  ამაში ორმოც კაცზე მეტი მონაწილეობდა. 14  ისინი უფროს+ მღვდლებთან და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: „ჩვენ ფიცი დავდეთ, რომ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ, ლუკმას არ ჩავიდებთ პირში. 15  ამიტომ სინედრიონთან ერთად აუხსენით ათასისთავს მისი მოყვანის მიზეზი. უთხარით, ვითომ გინდათ უკეთ გაერკვეთ მის საქმეში, და სანამ აქამდე მოვა,+ ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მის მოსაკლავად“.+ 16  პავლეს დისშვილმა გაიგო, რომ პავლეს ჩაუსაფრდნენ,+ წავიდა ყაზარმაში და შეატყობინა მას. 17  პავლემ ერთი ასისთავი მოიხმო და უთხრა: „ეს ბიჭი ათასისთავთან წაიყვანე, რაღაცა აქვს სათქმელი“. 18  მანაც მიიყვანა ის ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ბიჭი შენთან მომეყვანა, რაღაცა აქვს სათქმელი“. 19  ათასისთავმა მას ხელი მოჰკიდა,+ გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა: „აბა, რა უნდა მითხრა?“ 20  მან უპასუხა: „იუდეველებმა მოილაპარაკეს, გთხოვონ, ხვალ პავლე სინედრიონში ჩაიყვანო, ვითომ უკეთ უნდა გაერკვიონ მის საქმეში.+ 21  არ დაგიყოლიონ, რადგან მათგან ორმოცზე მეტი კაცი ჩაუსაფრდა პავლეს.+ მათ ფიცი აქვთ დადებული, რომ სანამ მას არ მოკლავენ,+ არც შეჭამენ და არც დალევენ. უკვე მზად არიან და შენს თანხმობასღა ელიან“. 22  ათასისთავმა ბიჭს უბრძანა, არავისთან წამოგცდეს, ეს რომ მითხარიო, და გაუშვა. 23  მან ორი ასისთავი დაიბარა და უთხრა: „ღამის მესამე საათისთვის* მზად გყავდეთ ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარეაში გასამგზავრებლად. 24  მზად გყავდეთ სახედრებიც, რათა პავლე საღ-სალამათი მიიყვანონ გამგებელ ფელიქსთან“. 25  და დაწერა შემდეგი შინაარსის წერილი: 26  „მის აღმატებულებას გამგებელ ფელიქსს+ კლავდიუს ლისიასგან. მოგესალმები! 27  ეს კაცი იუდეველებმა შეიპყრეს და უკვე მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ მე მაშინვე მივედი ჩემი ჯარისკაცებით და გამოვიხსენი,+ რადგან გავიგე, რომ რომაელი ყოფილა.+ 28  მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს და სინედრიონში მივიყვანე.+ 29  დავინახე, რომ მას თავიანთი კანონის საკითხებში სდებდნენ ბრალს+ და ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინა.+ 30  და რადგან გავიგე, რომ შეთქმულება+ მოუწყვეს, დაუყოვნებლივ გიგზავნით მას და ვუბრძანებ მის ბრალმდებლებს, თქვენ წინაშე ილაპარაკონ მის წინააღმდეგ“.+ 31  ჯარისკაცებმა+ წაიყვანეს პავლე, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ, და ღამით ანტიპატრიდაში მიიყვანეს. 32  მეორე დღეს ის მხედრებს გააყოლეს, თვითონ კი ყაზარმაში დაბრუნდნენ. 33  მხედრები კესარეაში+ მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლე წარუდგინეს. 34  მან წერილი წაიკითხა და პავლეს ჰკითხა, რომელი პროვინციიდან ხარო, და გაიგო,+ რომ კილიკიიდან+ იყო. 35  „როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ, ამ საქმეს ყურადღებით მოვისმენ“,+ — უთხრა მას და ბრძანა, რომ ის ჰეროდეს პრეტორიუმის სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ.

სქოლიოები

დაახლოებით საღამოს 9 საათი, მესამე საათი მზის ჩასვლიდან.