საქმეები 26:1—32

26  აგრიპამ+ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო და თავი დაიცვა“. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა+ და თავის დასაცავად თქვა:+  «მეფე აგრიპა, მიხარია, რომ დღეს თქვენ წინაშე მიწევს თავის დაცვა იუდეველთა ბრალდებებისგან,+  განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენ იუდეველების ყველა ჩვეულებასა+ და სადავო საკითხში ერკვევით. გთხოვთ, მოთმინებით მომისმინოთ.  რაც შეეხება იმას, თუ ახალგაზრდობიდანვე რა ცხოვრებით+ ვცხოვრობდი ჩემს ერში და იერუსალიმში, ყველა იუდეველმა,  ვინც კი ადრიდანვე მიცნობს, იცის — თუ მოისურვებენ, დამემოწმონ — რომ ფარისეველი ვიყავი,+ როგორც ამას ჩვენი სექტისთვის+ დამახასიათებელი უმკაცრესი თაყვანისმცემლობა მოითხოვდა.  ახლა კი სასამართლოს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმ დანაპირების+ იმედი+ მაქვს, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამა-პაპას მისცა.  ჩვენს თორმეტ ტომს კი იმის იმედი აქვს, რომ იხილავს ამ დანაპირების შესრულებას, და ამიტომ დღედაღამ გულმოდგინედ უსრულებს ღმერთს წმინდა მსახურებას.+ იუდეველები ამ იმედის გამო მდებენ ბრალს,+ მეფეო!  რატომ არ გჯერათ, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?+  პირადად მე მართლა ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეთელის სახელის წინააღმდეგ. 10  ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში და მრავალი წმინდაც ჩამიგდია საპყრობილეში,+ რისი უფლებამოსილებაც უფროსი მღვდლებისგან მქონდა,+ და მათ სიკვდილით დასჯასაც მხარს ვუჭერდი. 11  არაერთხელ დამისჯია ისინი სინაგოგებში+ და ასე ვცდილობდი მეიძულებინა, თავიანთი რწმენა დაეგმოთ, და, გაშმაგებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ. 12  სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში+ უფროსი მღვდლებისგან მიღებული უფლებამოსილებითა და დავალებით. 13  შუადღისას, მეფეო, გზაზე სინათლე დავინახე, მზის ბრწყინვალებაზე ძლიერი, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა ციდან.+ 14  ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულად მეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? სახრესთან გაძალიანება კარგს არაფერს მოგიტანს“.+ 15  ვკითხე: „ვინა ხარ, უფალო?“ უფალმა მიპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც დევნი.+ 16  ადექი ფეხზე.+ მე იმიტომ მოგევლინე, რომ აგირჩიო მსახურად და იმის მოწმედ,+ რაც იხილე და რასაც გაჩვენებ ჩემ შესახებ. 17  მე დაგიხსნი ამ ხალხისგანაც და უცხოტომელებისგანაც, რომლებთანაც გგზავნი,+ 18  რომ თვალები აუხილო მათ,+ მოაქციო სიბნელიდან+ სინათლისკენ+ და სატანის ძალაუფლებისგან+ ღვთისკენ, რათა ჩემდამი რწმენით ცოდვები+ მიეტეოთ და მემკვიდრეობა+ მიიღონ განწმენდილებთან+ ერთად“. 19  ამიტომ, მეფე აგრიპა, მე არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას,+ 20  წავედი დამასკოში,+ იქიდან იერუსალიმში,+ მთელ იუდეაში და უცხოტომელებთან+ და ვაცნობე ყველას, რომ უნდა მოენანიებინათ, მონანიების დამამტკიცებელი საქმეები ეკეთებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ.+ 21  ამის გამო იუდეველებმა ტაძარში შემიპყრეს და მოკვლა დამიპირეს,+ 22  მაგრამ, ღვთის შეწევნით,+ დღემდე ვუმოწმებ დიდსა თუ პატარას და არაფერს ვლაპარაკობ იმაზე მეტს, რაც წინასწარმეტყველებმა+ და მოსემ+ თქვეს, რომ უნდა მომხდარიყო: 23  რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა,+ პირველი უნდა აღმდგარიყო+ მკვდრეთით და სინათლე ეუწყებინა+ ამ ხალხისთვისაც და უცხოტომელებისთვისაც».+ 24  ამას რომ ამბობდა თავის დასაცავად, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: „გაგიჟებულხარ,+ პავლე! მეტისმეტ წიგნიერებას ჭკუაზე შეუშლიხარ!“ 25  პავლემ მიუგო: „მე არ გავგიჟებულვარ, თქვენო აღმატებულებავ, ფესტუს, არამედ საღად ვაზროვნებ და ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ. 26  სინამდვილეში, მეფემ, რომელსაც თამამად ველაპარაკები, კარგად იცის ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, მას არაფერი გამოეპარებოდა, ვინაიდან ეს გადაკარგულში არ მომხდარა.+ 27  მეფე აგრიპა, გწამთ, რაც წინასწარმეტყველებს უწერიათ? ვიცი, რომ გწამთ“.+ 28  აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“. 29  ამაზე პავლემ მიუგო: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან მარტო თქვენ კი არა, ყველა, ვინც დღეს მისმენს, ჩემნაირი გახდეს, რა თქმა უნდა, ამ ბორკილების გარეშე“. 30  წამოიშალნენ მეფე, გამგებელი, ბერნიკე და მათთან ერთად მსხდომნი. 31  როცა გადიოდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ეს კაცი ისეთს არაფერს აკეთებს, რომ სიკვდილს+ ან ბორკილებს იმსახურებდეს“. 32  აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა,+ შეიძლებოდა მისი გათავისუფლება“.

სქოლიოები