საქმეები 3:1—26

3  ერთხელ პეტრე და იოანე ტაძარში ადიოდნენ მეცხრე საათისთვის*, რომელიც ლოცვის საათი იყო.+  იმ დროს იქ ერთი კაცი მიჰყავდათ, დედის მუცლიდან+ წელს ქვემოთ მოწყვეტილი. მას ყოველდღე ტოვებდნენ ტაძრის კარიბჭესთან, რომელსაც მშვენიერი+ ეწოდებოდა, რომ მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთაგან.+  როცა მან თვალი მოჰკრა ტაძარში შემავალ პეტრესა და იოანეს, მოწყალების თხოვნა დაუწყო.+  პეტრემ და იოანემ შეხედეს+ მას და უთხრეს: „შემოგვხედე“.  მანაც შეხედა მათ იმ იმედით, რომ რამეს მისცემდნენ.  პეტრემ უთხრა: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ:+ ნაზარეთელი იესო ქრისტეს+ სახელით გეუბნები, იარე!“+  ხელი მარჯვენა ხელზე+ მოჰკიდა და წამოაყენა. კაცს უეცრად გაუმაგრდა ტერფები და კოჭები,+  წამოხტა,+ ფეხზე დადგა, სიარული დაიწყო და მათთან ერთად ტაძარში შევიდა,+ დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა.  ყველამ+ დაინახა, რომ ის დადიოდა და ღმერთს აქებდა. 10  თანაც იცნეს, რომ ის ტაძრის იმ კარიბჭესთან იჯდა ხოლმე, რომელსაც მშვენიერი+ ეწოდება, და მოწყალებას ითხოვდა. განცვიფრდნენ და შეცბუნდნენ+ იმის გამო, რაც მას შეემთხვა. 11  ვინაიდან ის კაცი პეტრესა და იოანეს არ სცილდებოდა, განცვიფრებული ხალხი მათკენ გაიქცა, სოლომონის კოლონადად*+ წოდებული ადგილისკენ. 12  ამის დანახვაზე პეტრემ ხალხს უთხრა: «ისრაელებო, რატომ გიკვირთ ეს, ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს საკუთარი ძალით ან ღვთისადმი ერთგულებით დავაწყებინეთ მას სიარული?+ 13  აბრაამის, ისაკისა და იაკობის+ ღმერთმა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა განადიდა+ თავისი მსახური+ იესო, რომელიც თქვენ პილატეს გადაეცით+ და მის წინაშე უარყავით, როცა მან მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.+ 14  თქვენ უარყავით წმინდა და მართალი+ და მოითხოვეთ, რომ თქვენთვის მკვლელი+ ეჩუქებინათ, 15  ხოლო სიცოცხლის მეთაური მოკალით,+ მაგრამ ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა, რისი მოწმეებიც ჩვენა ვართ.+ 16  ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, მისმა სახელმა და მისი სახელისადმი ჩვენმა რწმენამ გააძლიერა და ამავე რწმენამ გამოაჯანსაღა ყველა თქვენგანის წინაშე. 17  ახლა, ძმებო, ვიცი, რომ უცოდინარობით მოქმედებდით,+ როგორც თქვენი მმართველები,+ 18  მაგრამ ამით ღმერთმა შეასრულა ყველაფერი, რაც წინასწარ გამოგვიცხადა წინასწარმეტყველთა პირით, რომ მისი ცხებული* დაიტანჯებოდა.+ 19  ამიტომ მოინანიეთ+ და მობრუნდით,+ რათა წაიშალოს+ თქვენი ცოდვები, მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების+ დრო 20  და გამოგიგზავნოთ თქვენთვის დანიშნული ქრისტე, იესო, 21  რომელიც ზეცაში უნდა იყოს,+ ვიდრე ყველაფერი არ აღდგება,+ რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით.+ 22  მოსემ თქვა: „იეჰოვა ღმერთი თქვენი ძმებიდან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს.+ გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით,+ 23  ხოლო ყოველი სული*, რომელიც იმ წინასწარმეტყველს არ მოუსმენს, ხალხიდან აღმოიფხვრება“.+ 24  ყველა წინასწარმეტყველი — სამუელიდან დაწყებული მათით დამთავრებული, ვინც მის შემდეგ იყო და ლაპარაკობდა — ცხადად აუწყებდა ამ დღეების შესახებ.+ 25  თქვენ ხართ წინასწარმეტყველთა და იმ შეთანხმების ძეები,+ რომელიც ღმერთმა თქვენს მამა-პაპას დაუდო, როცა აბრაამს უთხრა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი“.+ 26  როცა ღმერთმა თავისი მსახური დანიშნა, პირველად+ ის თქვენ გამოგიგზავნათ, რომ თითოეული თქვენგანი ეკურთხებინეთ — ბოროტი საქმეებისგან მოექციეთ».

სქოლიოები

დაახლოებით დღის 3 საათი.
სვეტებიანი დერეფანი.
სიტყვასიტყვით — ქრისტე.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.