საქმეები 6:1—15
6 იმ დროს, როცა მოწაფეების რიცხვი მატულობდა, ბერძნულენოვანმა+ იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები.+
2 ამიტომ თორმეტმა მრავალი მოწაფე დაიბარა და უთხრა: „არ იქნება კარგი, რომ ჩვენ ღვთის სიტყვა მივატოვოთ და სუფრების მომსახურება დავიწყოთ.+
3 ძმებო, თავად გამონახეთ+ თქვენ შორის შვიდი სანდო კაცი, სულითა და სიბრძნით სავსე,+ რათა ისინი ამ საჭირო საქმეზე დავნიშნოთ.
4 ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“.+
5 ეს ნათქვამი ყველას მოეწონა და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და წმინდა სულით სავსე,+ აგრეთვე ფილიპე,+ პროქორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ანტიოქელი პროზელიტი ნიკოლაე,
6 დააყენეს მოციქულების წინაშე, რომლებმაც ილოცეს და ხელები დაადეს+ მათ.
7 შედეგად ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა+ და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა.+ რწმენას უამრავი მღვდელიც+ იღებდა.+
8 მადლითა და ძალით სავსე სტეფანე ხალხში დიდ საკვირველებებსა და ნიშნებს+ ახდენდა.
9 მიუხედავად ამისა, ეგრეთ წოდებულ გათავისუფლებულთა სინაგოგიდან, აგრეთვე კირენეის, ალექსანდრიის,+ კილიკიისა+ და აზიის მკვიდრთაგან ზოგიერთებმა დავა დაუწყეს სტეფანეს,
10 მაგრამ წინ ვერ აღუდგნენ იმ სიბრძნესა+ და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.+
11 მაშინ მათ ჩუმად შეაგულიანეს კაცები და ათქმევინეს:+ „ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის მოსესა და ღმერთს გმობდა“.+
12 შემდეგ წააქეზეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები, უეცრად თავზე დაადგნენ, შეიპყრეს და სინედრიონში* წაიყვანეს.+
13 გამოიყვანეს ცრუმოწმეები,+ რომლებიც ამბობდნენ: „ეს კაცი არ იშლის ამ წმინდა ადგილისა და კანონის წინააღმდეგ ლაპარაკს.+
14 ჩვენი ყურით მოვისმინეთ, რომ ამბობდა, იესო ნაზარეთელი ამ ადგილს დაანგრევს და მოსეს მიერ გადმოცემულ ჩვეულებებს შეცვლისო“.
15 ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, მას უყურებდა+ და ხედავდა, რომ სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა.+
სქოლიოები
^ ებრაელების უზენაესი სასამართლო.