საქმეები 7:1—60

7  მღვდელმთავარმა ჰკითხა: „მართალს ამბობენ?“  მან მიუგო: «ხალხო, ძმებო და მამებო, მომისმინეთ. შუამდინარეთში, ხარანში+ დასახლებამდე, ჩვენს წინაპარ აბრაამს დიდების ღმერთი+ ეჩვენა  და უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა და შენი სანათესავო და წადი ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“.+  მანაც დატოვა ქალდეველების ქვეყანა და ხარანში დასახლდა. მამამისის სიკვდილის შემდეგ+ კი ღმერთმა ამ ქვეყანაში გადმოასახლა, რომელშიც ახლა ცხოვრობთ.+  ღმერთს ამ ქვეყანაში ტერფისოდენა+ სამკვიდროც კი არ მიუცია აბრაამისთვის, მაგრამ დაჰპირდა, რომ საკუთრებად+ მისცემდა ამ ქვეყანას, მის შემდეგ კი მის შთამომავლობას,+ თუმცა იმ დროს ჯერ არ ჰყავდა შვილი.+  ღმერთმა ისიც უთხრა, რომ მისი შთამომავლები ხიზნები+ იქნებოდნენ სხვა ქვეყანაში,+ დაიმონებდნენ და ოთხას წელიწადს დაჩაგრავდნენ მათ.+  „ერს, რომლის მონებიც გახდებიან, მე გავასამართლებ,+ — თქვა ღმერთმა, — ამის შემდეგ კი გამოვლენ მჩაგვრელთა ქვეყნიდან და ამ ადგილას წმინდა მსახურებას შემისრულებენ“.+  მან წინადაცვეთის+ შეთანხმებაც დაუდო მას. ასე რომ, როცა აბრაამს ისაკი+ შეეძინა, მერვე დღეს წინადაცვითა.+ ისაკს იაკობი შეეძინა, იაკობს კი — თორმეტი მამამთავარი.+  მაგრამ მამამთავრებს იოსებისა შეშურდათ+ და ეგვიპტეში გაყიდეს.+ ღმერთი კი მასთან იყო,+ 10  დაიხსნა ის ყველა გასაჭირიდან და მისცა მადლი და სიბრძნე, რაც დაინახა ეგვიპტის მეფემ, ფარაონმა, და ის ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამგებლად დანიშნა.+ 11  მთელ ეგვიპტესა და ქანაანში შიმშილობა ჩამოვარდა, დიდი გასაჭირი დადგა. ჩვენი მამა-პაპა საზრდოს ვერ შოულობდა,+ 12  იაკობმა კი გაიგო, რომ ეგვიპტეში+ იყო საკვები და ჩვენი მამა-პაპა გაგზავნა.+ 13  მეორედ ჩასვლისას იოსებმა თავისი ვინაობა გაუმხილა ძმებს+ და იოსების წარმოშობის ამბავი ფარაონმაც შეიტყო.+ 14  იოსებმა გაგზავნა ისინი და გამოიხმო ქანაანიდან მამამისი იაკობი და მთელი სანათესავო+ — სამოცდათხუთმეტი* სული.+ 15  იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა+ და იქ გარდაიცვალა.+ იქვე დაიხოცა ჩვენი მამა-პაპაც.+ 16  ისინი შექემში+ გადაასვენეს და დაასვენეს სამარხში,+ რომელიც აბრაამმა ხამორის ვაჟებისგან იყიდა ვერცხლის ფულით.+ 17  ახლოვდებოდა ღვთის მიერ აბრაამისთვის გაცხადებული დანაპირების შესრულების დრო და ეგვიპტეში ხალხი იზრდებოდა რიცხობრივად და მრავლდებოდა,+ 18  სანამ სხვა მეფე გამეფდებოდა ეგვიპტეში, რომელიც იოსებს არ იცნობდა.+ 19  ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს ხალხს+ და მამებს აიძულებდა, მიეტოვებინათ თავიანთი ჩვილები, რომ დახოცილიყვნენ.+ 20  სწორედ იმ დროს დაიბადა მოსე,+ არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვი.+ მას სამი თვე უვლიდნენ მამამისის სახლში, 21  ხოლო, როცა მიატოვეს, ფარაონის ქალიშვილმა აიყვანა და საკუთარი ვაჟივით გაზარდა.+ 22  ასე ისწავლა მოსემ ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე.+ ის ძლიერი იყო სიტყვასა+ და საქმეში. 23  ორმოცი წელი რომ უსრულდებოდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეების სანახავად გაუწია გულმა,+ 24  და როცა დაინახა, რომ ერთ-ერთს უსამართლოდ ექცეოდნენ, დაიცვა ის, შური იძია და მოკლა ეგვიპტელი.+ 25  ეგონა, მიხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ,+ მაგრამ ვერ მიხვდნენ. 26  მეორე დღეს ის მათთან მივიდა, როცა ჩხუბობდნენ, და მათ შერიგებას შეეცადა:+ „თქვენ ხომ ძმები ხართ. რატომ ექცევით ერთმანეთს უსამართლოდ?“+ 27  მან, ვინც უსამართლოდ ექცეოდა თავის მოყვასს, ხელი ჰკრა მას და უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედ?+ 28  ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც გუშინ ის ეგვიპტელი მოკალი?“+ 29  ამ სიტყვების გამო მოსე გაიქცა და მიდიანის+ მიწას შეეხიზნა, სადაც მას ორი ვაჟი შეეძინა.+ 30  ორმოცი წლის შემდეგ სინას მთასთან, უდაბნოში, მას ანგელოზი გამოეცხადა ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში.+ 31  ამან მოსე გააოცა,+ ხოლო როცა დააპირა, ახლოდან ენახა, იეჰოვას ხმა მოესმა: 32  „მე ვარ შენი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“.+ მოსე კანკალმა აიტანა და ვეღარ გაბედა ახლოს მისვლა. 33  იეჰოვამ უთხრა: „გაიხადე სანდლები, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ.+ 34  ვიხილე ჩემი ხალხის ჩაგვრა ეგვიპტეში,+ მოვისმინე მათი ოხვრა+ და ჩამოვედი მათ დასახსნელად.+ ამიტომ ეგვიპტეში გგზავნი“.+ 35  ის მოსე, რომელიც უარყვეს — ვინ დაგაყენა ჩვენს მმართველად და მოსამართლედო+ — ღმერთმა მმართველად და მხსნელად გაგზავნა+ იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას ეკლიან ბუჩქში ეჩვენა. 36  ამ კაცმა გამოიყვანა ისინი.+ ორმოცი წელი საკვირველებებსა და ნიშნებს ახდენდა ეგვიპტეში,+ წითელ ზღვასთან+ და უდაბნოში.+ 37  ეს ის მოსეა, რომელმაც ისრაელის ძეებს უთხრა: „ღმერთი თქვენი ძმებიდან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს“.+ 38  ეს ის არის,+ ვინც უდაბნოში კრებულში+ იყო ანგელოზთან ერთად,+ რომელიც სინას მთაზე ელაპარაკა მას და ჩვენს მამა-პაპას, და ის, ვინც ცოცხალი წმინდა სიტყვები მიიღო თქვენთვის გადმოსაცემად.+ 39  მას არ დაემორჩილა ჩვენი მამა-პაპა, არამედ ხელი ჰკრეს+ და თავიანთი გულით ეგვიპტეში დაბრუნდნენ,+ 40  აარონს ეუბნებოდნენ: „გაგვიკეთე ღმერთები, რომ წაგვიძღვნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“.+ 41  გააკეთეს იმ დღეებში ხბო,+ მსხვერპლი შესწირეს კერპს და ხარობდნენ თავიანთი ნახელავით.+ 42  ამიტომ ღმერთმა ზურგი შეაქცია მათ+ და თავიანთ ნებაზე მიუშვა, რომ წმინდა მსახურება შეესრულებინათ ცის ლაშქრისთვის, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნშია+ დაწერილი: „ისრაელის სახლო, განა მე მწირავდით საკლავსა და მსხვერპლს უდაბნოში ორმოც წელიწადს?+ 43  თქვენ მოლოქის*+ კარავსა და ღმერთ რომფას ვარსკვლავს+ დაატარებდით, გამოსახულებებს, რომლებიც თაყვანსაცემად გააკეთეთ. ამიტომ ბაბილონის იქით გადაგასახლებთ“.+ 44  ჩვენს მამა-პაპას უდაბნოში მოწმობის კარავი ჰქონდა, როგორც ღმერთმა უბრძანა მოსეს, რომ იმ ნიმუშის მიხედვით გაეკეთებინა, რომელიც იხილა.+ 45  ჩვენმა მამა-პაპამ მემკვიდრეობით მიიღო ის და იესო ნავეს ძესთან+ ერთად იმ ხალხთა მიწაზე შეიტანა,+ რომლებიც ღმერთმა ჩვენი მამა-პაპის თვალწინ განდევნა.+ დავითის დრომდე იქ იყო კარავი. 46  დავითმა კი კეთილგანწყობა პოვა+ ღვთის თვალში და სთხოვა, პატივი ებოძებინა მისთვის, რომ სამყოფელი+ მოეწყო იაკობის ღვთისთვის, 47  მაგრამ მას სოლომონმა აუშენა სახლი.+ 48  მიუხედავად ამისა, უზენაესი ხელთქმნილ სახლებში არ ცხოვრობს,+ როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: 49  „ზეცა ჩემი ტახტია+ და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი.+ როგორ სახლს ამიშენებთ? — ამბობს იეჰოვა. — ან სად არის ჩემი დასასვენებელი ადგილი?+ 50  განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?“+ 51  ჯიუტებო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელებო,+ თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით წმინდა სულს, როგორც თქვენი მამა-პაპა.+ 52  რომელ წინასწარმეტყველს არ დევნიდა თქვენი მამა-პაპა?+ ისინი კლავდნენ+ მათ, ვინც წინასწარ აუწყებდა იმ მართლის მოსვლას,+ ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,+ 53  ვინც ანგელოზების მიერ გადმოცემული კანონი მიიღეთ,+ მაგრამ არ დაიცავით». 54  ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ+ და კბილებს უღრჭიალებდნენ.+ 55  მან კი, წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო+ 56  და თქვა: „აი, ვხედავ გახსნილ ცას+ და კაცის ძეს,+ ღვთის მარჯვნივ მდგომს“.+ 57  ამის გაგონებაზე მთელი ხმით დაიყვირეს, ყურებზე ხელები მიიფარეს+ და ერთად მისცვივდნენ მას, 58  ქალაქიდან გააგდეს+ და ქვები დაუშინეს.+ თვითმხილველებმა+ თავიანთი ტანსაცმელი ერთი ახალგაზრდის, სავლეს ფეხებთან დააწყვეს.+ 59  ისინი ქვებს ესროდნენ სტეფანეს, ის კი შეევედრა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული*“.+ 60  შემდეგ მუხლი მოიდრიკა და ხმამაღლა დაიძახა: „იეჰოვა, ნუ ჩაუთვლი მათ ამ ცოდვას“.+ ეს თქვა და სიკვდილის ძილით დაიძინა.

სქოლიოები

იხილეთ დბ. 46:20, 27-ის სქოლიოები.
შესაძლოა მოლექი, ამონელთა ღვთაება. იხილეთ 1 მფ. 11:7.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.