საქმეები 9:1—43
9 სავლე, რომელიც ჯერ კიდევ ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს+ და მათი მოკვლის+ სურვილი არ ასვენებდა, მღვდელმთავართან მივიდა
2 და წერილები სთხოვა დამასკოს სინაგოგებისთვის, რომ ვისაც უფლის გზაზე+ მდგომს იპოვიდა, განურჩევლად კაცისა და ქალისა, შეებოჭა და იერუსალიმში მიეყვანა.
3 როცა დამასკოს უახლოვდებოდა, მას ციდან უეცრად სინათლე მოეფინა,+
4 მიწაზე დაეცა და ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“+
5 სავლემ ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?“ მან უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი.+
6 ადექი,+ შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რა უნდა გააკეთო“.
7 მისი თანამგზავრები+ ენაჩავარდნილები იდგნენ,+ ხმა ესმოდათ,+ მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
8 სავლე წამოდგა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა.+ მათ ხელი ჩაჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.
9 სამი დღე ვერაფერს ხედავდა,+ არც ჭამდა და არც სვამდა.
10 დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია.+ მას უფალმა ხილვაში მიმართა: „ანანია!“ მან მიუგო: „აქა ვარ, უფალო“.
11 უფალმა უთხრა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი+ კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს
12 და ხილვაში იხილა, რომ კაცი, სახელად ანანია შევიდა და ხელები დაადო მას, რათა მხედველობა დაჰბრუნებოდა“.+
13 ანანიამ უპასუხა: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცის შესახებ, რამდენი ბოროტება გაუკეთებია შენი წმინდებისთვის იერუსალიმში.
14 ახლა უფროსი მღვდლებისგან უფლებამოსილება აქვს, ბორკილები დაადოს აქ ყველას, ვინც შენს სახელს უხმობს“.+
15 უფალმა უთხრა მას: „წადი, ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია,+ რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს,+ მეფეებსა+ და ისრაელის ძეებს.
16 ვაჩვენებ მას, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს ჩემი სახელისთვის“.+
17 წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელები დაადო მას და უთხრა: „სავლე, ძმაო, უფალმა იესომ, გზაზე რომ გეჩვენა, გამომგზავნა, რათა მხედველობა დაგიბრუნდეს და წმინდა სულით აღივსო“.+
18 მაშინვე თვალებიდან თითქოს ლიბრი მოსცილდა და მხედველობა დაუბრუნდა, ადგა და მოინათლა,
19 მერე შეჭამა და მოღონიერდა.+
რამდენიმე დღე მოწაფეებთან დარჩა დამასკოში+
20 და მაშინვე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე,+ რომ ის არის ღვთის ძე.
21 ყველა, ვინც მას უსმენდა, განცვიფრებული ამბობდა: „ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში რომ მუსრავდა+ მათ, ვინც ამ სახელს უხმობდა? აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეებოჭა ისინი და უფროს მღვდლებთან მიეყვანა?“+
22 სავლე კი უფრო ძლიერდებოდა და თავისი ლოგიკური მსჯელობით, რომ იესო არის ქრისტე, საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს.+
23 განვლო საკმაო დრომ და იუდეველებმა მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი,+
24 მაგრამ სავლემ გაიგო მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კარიბჭეებთანაც კი სდარაჯობდნენ მას დღედაღამ, რომ მოეკლათ.+
25 ამიტომ მისმა მოწაფეებმა წაიყვანეს და ღამით გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.+
26 იერუსალიმში მისვლისას+ ის ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგან არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
27 ამიტომ ბარნაბა მის დასახმარებლად მივიდა,+ მოციქულებთან მიიყვანა და დაწვრილებით მოუყვა, როგორ იხილა სავლემ უფალი გზაზე, როგორ ელაპარაკა მას უფალი+ და როგორ ლაპარაკობდა+ ის გაბედულად იესოს სახელით დამასკოში.+
28 სავლე მათთან დარჩა, თავისუფლად დადიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.+
29 ის ესაუბრებოდა და ეკამათებოდა ბერძნულენოვან იუდეველებს, ისინი კი არაერთხელ შეეცადნენ მის მოკვლას.+
30 როცა ეს ძმებმა შეიტყვეს, სავლე კესარეაში ჩაიყვანეს და ტარსოსში გაგზავნეს.+
31 ამის შემდეგ კრებას+ მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა; იეჰოვას შიშითა+ და წმინდა სულის+ ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა.
32 როცა პეტრემ ყველა მხარე მოიარა, ლიდაში+ ჩავიდა წმინდებთან.
33 იქ ნახა ერთი დამბლადაცემული კაცი, სახელად ენეა, რომელიც რვა წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული.
34 პეტრემ უთხრა მას:+ „ენეა, იესო ქრისტე გკურნავს შენ.+ ადექი და გაასწორე ლოგინი“. ისიც მაშინვე ადგა.
35 შარონის+ ველისა და ლიდას მკვიდრებმა ნახეს იგი და ისინიც უფლისკენ მოიქცნენ.+
36 იოპეში+ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტაბითა, რაც ქურციკად ითარგმნება. ის ბევრ კარგ საქმეს+ აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა.
37 იმ დღეებში ის ავად გახდა და მოკვდა. დაბანეს და ზემოთა ოთახში დაასვენეს.
38 როცა მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ პეტრე იოპესთან+ ახლოს, ქალაქ ლიდაში იმყოფებოდა, ორი კაცი გაუგზავნეს და შეეხვეწნენ: „მოდი ჩვენთან“.
39 პეტრეც ადგა და მათთან ერთად წავიდა. როგორც კი მივიდა, ზემოთა ოთახში აიყვანეს, სადაც ქვრივები ტირილით შეხვდნენ და აჩვენებდნენ ქურციკის+ შეკერილ ტანსაცმელსა და მოსასხამებს.+
40 პეტრემ ყველა გარეთ გაუშვა,+ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, შემდეგ ცხედარს მიუბრუნდა და უთხრა: „ტაბითა, ადექი!“ მანაც თვალები გაახილა და, როცა პეტრე დაინახა, წამოჯდა.+
41 პეტრემ მას ხელი გაუწოდა და წამოაყენა,+ შემდეგ წმინდებსა და ქვრივებს დაუძახა და ცოცხალი წარუდგინა მათ.+
42 ეს ამბავი მთელ იოპეში გავრცელდა და მრავალმა ირწმუნა უფალი.+
43 პეტრე საკმაოდ დიდხანს დარჩა იოპეში+ ერთ მეტყავე სიმონთან.+