სოფონია 3:1—20
3 ვაი მოჯანყე და სასტიკ ქალაქს, თავს რომ იუწმინდურებს!+
2 ყურს არ უგდებდა ხმას,+ ჭკუას არ სწავლობდა.+ იეჰოვას არ ენდობოდა,+ თავის ღმერთს არ უახლოვდებოდა.+
3 მისი მთავრები მბრდღვინავი ლომები იყვნენ,+ მისი მსაჯულები კი — ბინდის მგლები, რომლებიც ხრავდნენ ძვლებს და დილამდე არ ტოვებდნენ.+
4 მისი წინასწარმეტყველები თავხედები და ვერაგები+ იყვნენ. მისმა მღვდლებმა წაბილწეს ის, რაც წმინდა იყო, და დაარღვიეს კანონი.+
5 იეჰოვა მართალი იყო,+ უმართლოდ არ მოქცეულა.+ ყოველ დილით ამცნობდა თავის სამართალს,+ რომელიც არ ქრებოდა დღისით;+ უმართლოს კი არ რცხვენოდა.+
6 „მოვსპე ხალხები, გაპარტახდნენ მათი კუთხის კოშკები. გავანადგურე მათი ქუჩები და აღარავინ იყო გამვლელი. აოხრდა მათი ქალაქები, კაციშვილი აღარ ცხოვრობდა იქ.+
7 ვუთხარი, უნდა შეგეშინდეთ-მეთქი ჩემი და უნდა მიიღოთ დარიგება,+ რათა არ განადგურდეს მისი სამყოფელი.+ ამ ყველაფრის გამო პასუხი უნდა მოვთხოვო მას.+ ისინი კი მაინც ბილწ საქმეებს ესწრაფოდნენ.+
8 ამიტომ მელოდეთ,+ — ამბობს იეჰოვა, — სანამ აღვმდგარვარ ნადავლის ხელში ჩასაგდებად,+ რადგან გადაწყვეტილი მაქვს, შევკრიბო ხალხები+ და თავი მოვუყარო სამეფოებს მათზე ჩემი რისხვის,+ ჩემი მრისხანების გადმოსაღვრელად; ჩემი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს მთელ დედამიწას.+
9 მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას,+ რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს+ და მხარდამხარ ემსახურონ მას.+
10 ეთიოპიის მდინარეების მხარიდან ძღვენს მომართმევენ ჩემი გაფანტულები, რომლებიც მევედრებიან.+
11 იმ დღეს არ შეგრცხვება შენი საქმეებისა, ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვებისა,+ რადგან მაშინ მოგაშორებ მათ, ვინც სიამაყით ხარობს შენში.+ მეტად აღარ იამაყებ ჩემს წმინდა მთაზე.+
12 თავმდაბალ და თვინიერ ხალხს დავტოვებ შენში+ და იეჰოვას სახელს შეაფარებენ ისინი თავს.+
13 უმართლოდ+ არ მოიქცევა ისრაელის დარჩენილი ნაწილი,+ არც სიცრუეს+ ილაპარაკებს და აღარც მზაკვარი ენა ექნება;+ შეჭამენ და მოისვენებენ+ და არავინ დააფრთხობს მათ“.+
14 სიხარულით შეძახე, სიონის ასულო! გახალისდი,+ ისრაელო! მთელი გულით იხარე და იმხიარულე, იერუსალიმის ასულო!+
15 იეჰოვამ მოგიხსნა სასჯელი,+ უკუაქცია შენი მტერი.+ შენთანაა ისრაელის მეფე — იეჰოვა.+ აღარ შეგაშინებს უბედურება.+
16 იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: „ნუ გეშინია, სიონო!+ ნუ ჩამოუშვებ ხელებს!+
17 იეჰოვა, შენი ღმერთია შენთან. ძლიერია ის და გიხსნის.+ სიხარულით გაიხარებს შენით,+ მშვიდად იქნება, რადგან უყვარხარ, შენით ბედნიერი სიხარულით შეძახებს.
18 შევკრებ+ მათ, ვინც უდღესასწაულობამ დაამწუხრა.+ შენგან მოწყვეტილები იყვნენ ისინი, რადგან სირცხვილი აწვათ ტვირთად.+
19 აი, მაშინ ვიმოქმედებ შენს მჩაგვრელთა წინააღმდეგ,+ ვიხსნი მას, ვინც კოჭლობდა,+ თავს მოვუყრი გაფანტულებს.+ ქებულს გავხდი და სახელს გავუთქვამ მათ იმ მიწაზე, სადაც შერცხვენილნი იყვნენ.
20 მოგიყვანთ მაშინ, როცა დადგება თქვენი შეკრების დრო. სახელს გაგითქვამთ და ქებულს გაგხდით დედამიწის ყველა ხალხში, როცა თქვენ თვალწინ შეგიკრებთ და დაგიბრუნებთ დატყვევებულებს“, — ამბობს იეჰოვა.+