ტიტე 2:1—15
2 შენ კი კვლავაც ილაპარაკე ის, რაც ჯანსაღ+ სწავლებას შეეფერება.
2 ხანში შესული მამაკაცები+ იყვნენ ზომიერები, სერიოზულები,+ საღად მოაზროვნეები, ჯანსაღნი რწმენაში,+ სიყვარულსა და მოთმინებაში.+
3 ასევე ხანში შესული ქალებიც+ ისე მოიქცნენ, როგორც ღვთისმოშიშებს შეშვენით, არ იყვნენ ცილისმწამებლები+ და ღვინის მონები, არამედ კარგის მასწავლებლები,
4 რათა ჭკუა დაარიგონ ახალგაზრდა ქალებს, რომ უყვარდეთ ქმრები,+ უყვარდეთ შვილები,+
5 იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად სუფთები,+ მეოჯახეები, კარგები, ქმრების მორჩილები,+ რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.+
6 ყმაწვილკაცებსაც კვლავ შეაგონე, რომ საღად მოაზროვნეები იყვნენ+
7 და თვითონ აჩვენე ყველაფერში კარგი საქმეების მაგალითი;+ ასწავლე+ შეურყვნელად,+ სერიოზულობით,
8 დაუძრახავი ჯანსაღი სიტყვით,+ რათა მოწინააღმდეგე შერცხვეს, ცუდს რომ ვერაფერს იტყვის ჩვენზე.+
9 მონები+ ყველაფერში თავიანთ ბატონებს დაემორჩილონ+ და ასიამოვნონ მათ, სიტყვა არ შეუბრუნონ,+
10 არ იქურდონ,+ არამედ სრულად გამოავლინონ ერთგულება,+ რათა ყველაფერში შეამკონ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის სწავლება.
11 ვინაიდან ცხადი გახდა+ ღვთის წყალობა,+ რომელსაც ხსნა+ მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის,+
12 გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება+ და ქვეყნიური სურვილები,+ ახლანდელ ქვეყნიერებაში*+ აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით+ ვიცხოვროთ,
13 ვიდრე ველით მშვენიერ იმედს+ და დიადი+ ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას.
14 მან თავი დადო ჩვენთვის,+ რათა გავეთავისუფლებინეთ+ ყოველგვარი უკანონობისგან და თავის საკუთრებად+ განეწმინდა+ ერი, კარგი საქმეების მოშურნე.+
15 განაგრძე ამაზე ლაპარაკი, შეგონება და დარიგება, როგორც სრული უფლების მქონემ.+ არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.