ტიტე 3:1—15
3 კვლავ შეახსენე მათ, დაემორჩილონ+ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს,+ და მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის,+
2 არავინ დაძრახონ, არ იყვნენ ჩხუბის ამტეხნი,+ არამედ გონიერნი,+ ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინონ.+
3 ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, შეცდომაში შეყვანილნი, სხვადასხვა სურვილისა და განცხრომის მონები, ვცხოვრობდით ბოროტებითა და შურით, საზიზღრები ვიყავით და ერთმანეთი გვძულდა.+
4 მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა+ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის სიკეთე+ და კაცთმოყვარეობა,
5 მან ჩვენი სიმართლის საქმეების+ გამო კი არ გვიხსნა,+ არამედ თავისი გულმოწყალებით+ — სიცოცხლის მომცემი+ განბანითა+ და წმინდა სულის* მიერ განახლებით.+
6 ეს სული მან უხვად მოგვფინა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მეშვეობით,+
7 რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით+ ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად+ და მემკვიდრეები გავმხდარიყავით+ მარადიული სიცოცხლის იმედის შესაბამისად.+
8 ეს სიტყვა სარწმუნოა+ და მინდა, მუდამ დაბეჯითებით ლაპარაკობდე ამ საკითხებზე, რათა მათ, ვინც ღმერთი ირწმუნა, კვლავაც იფიქრონ კარგი საქმეების კეთებაზე.+ ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
9 მოერიდე სულელურ კითხვებზე კამათს,+ გვარტომობის ქექვას,+ დავასა+ და ჩხუბს კანონის თაობაზე,+ რადგან ეს უსარგებლოა და ამაო.
10 სექტანტური იდეების გამავრცელებელი+ ჯერ ერთხელ გააფრთხილე,+ შემდეგ მეორედ, მერე კი უარყავი+
11 და იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს, საკუთარ თავს თვითონვე დასდო მსჯავრი.+
12 არტემას ან ტიქიკეს+ როცა გამოგიგზავნი, ყველანაირად ეცადე, ჩამოხვიდე ჩემთან ნიკოპოლისში, რადგან გადავწყვიტე ზამთარი იქ გავატარო.+
13 ზენა, კანონის მცოდნე, და აპოლოსი კარგად გაამზადე სამგზავროდ, რომ არაფერი აკლდეთ.+
14 ჩვენებმაც ისწავლონ აუცილებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად კარგი საქმეების კეთება,+ რომ უნაყოფონი არ იყვნენ.+
15 ყველა ჩემთან მყოფი მოკითხვას გითვლის.+ მომიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში.
წყალობა ყველა თქვენგანს.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.