ფილიპელები 1:1—30
1 პავლე და ტიმოთე, ქრისტე იესოს მონები,+ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ წმინდებს ფილიპეში,+ აგრეთვე ზედამხედველებსა და მომსახურეებს:+
2 წყალობა და მშვიდობა თქვენ ჩვენი ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+
3 ვმადლობ ჩემს ღმერთს ყოველთვის, როცა გიხსენებთ+
4 ჩემს ყოველ ვედრებაში ყველა თქვენგანისთვის,+ რომელსაც სიხარულით აღვავლენ
5 იმ წვლილის+ გამო, რომელიც სასიხარულო ცნობისთვის შეგაქვთ პირველი დღიდან აქამდე.
6 ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ის, ვინც თქვენში კარგი საქმე წამოიწყო, დაასრულებს+ კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.+
7 მმართებს კიდეც ასე ვიფიქრო ყველა თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ,+ ყველანი ჩემი მოზიარენი+ ხართ წყალობაში, როგორც ბორკილებში,+ ისე სასიხარულო ცნობის დაცვასა+ და კანონით განმტკიცებაში.+
8 ღმერთია ჩემი მოწმე, როგორ მენატრებით ყველანი, რადგან ისეთივე სათუთი გრძნობები+ მაქვს თქვენ მიმართ, როგორიც ქრისტე იესოს აქვს.
9 განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული+ უფრო და უფრო გაიზარდოს საფუძვლიან ცოდნასა+ და სრულ გამჭრიახობაში,+
10 რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია,+ რომ უმწიკვლონი+ იყოთ და არ დააბრკოლოთ+ სხვები ქრისტეს დღემდე,
11 და აღივსოთ სიმართლის ნაყოფით,+ რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით არის ღვთის სადიდებლად და საქებრად.+
12 მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის+ წინსვლას მოემსახურა და სხვა არაფერს.
13 ჩემი ბორკილები+ ქრისტეში ცნობილი გახდა+ პრეტორიული გვარდიისა და ყველა დანარჩენისთვის,+
14 და უფალში ძმების უმრავლესობას დაჯერებულობა შემატა ჩემმა ბორკილებმა და უფრო გაბედულად და უშიშრად ლაპარაკობენ ღვთის სიტყვას.+
15 მართალია, ზოგი შურითა და ქიშპობით ქადაგებს ქრისტეს შესახებ,+ მაგრამ ზოგიც კეთილი სურვილებით ქადაგებს.+
16 ისინი სიყვარულით აღძრულები აუწყებენ ქრისტეს შესახებ, რადგან იციან, რომ მე სასიხარულო ცნობის დასაცავად+ ვარ დაყენებული.
17 პირველნი მეტოქეობით+ აკეთებენ ამას და არასწორი ზრახვებით, რადგან ფიქრობენ, რომ გასაჭირს+ გამიჩენენ ჩემს ბორკილებში.
18 მერე რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტეს შესახებ,+ თავის მოსაჩვენებლად+ თუ ჭეშმარიტად, მიხარია და კვლავაც გავიხარებ,
19 რადგან ვიცი, რომ ეს გადამარჩენს თქვენი ვედრებისა+ და იესო ქრისტეს სულის დახმარებით,+
20 რასაც მოუთმენლად ველი+ და ვიმედოვნებ,+ რომ არაფერში შევრცხვები,+ არამედ სიტყვაში მთელი სითამამით,+ როგორც ყოველთვის, ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემი სხეულით,+ სიცოცხლით თუ სიკვდილით.+
21 ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა,+ ხოლო სიკვდილი+ — მონაგები.
22 თუ ხორცში უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ეს ჩემი შრომის ნაყოფია+ — და მაინც, რის არჩევას ვაპირებ, არ ვამბობ.
23 ეს ორი რამ მაწუხებს.+ მე კი გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა მსურს,+ რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია,+
24 მაგრამ ჩემი ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.+
25 დარწმუნებული ვარ ამაში და ვიცი, რომ დავრჩები+ და ვიქნები ყველა თქვენგანთან თქვენი წარმატებისა+ და სიხარულისთვის, რაც თქვენს რწმენას ახლავს თან,
26 რათა გამრავლდეს თქვენი სიხარული ქრისტე იესოში, როცა კვლავ თქვენთან ვიქნები.
27 ოღონდ მოიქეცით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად,+ რათა, თუნდაც მოვიდე და გნახოთ და თუნდაც თქვენთან არ ვიყო, მოვისმინო თქვენზე, რომ მტკიცედ დგახართ ერთ სულში*, ერთსულოვნად*+ იბრძვით მხარდამხარ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის
28 და არაფერში უშინდებით მოწინააღმდეგეებს.+ ეს იმის დადასტურებაა, რომ ისინი დაიღუპებიან, თქვენ კი გადარჩებით.+ ეს ღვთისგანაა,
29 რადგან თქვენ გხვდათ წილად პატივი ქრისტეს გულისთვის, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ+ იგი, არამედ გეტანჯათ კიდეც+ მისი გულისთვის.
30 თქვენც იმ ბრძოლას ეწევით, რომელ ბრძოლაშიც მე მნახეთ+ და რომლის შესახებაც ახლა ისმენთ.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
^ ან ერთი სულით. სული — ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.