ფილიპელები 3:1—21
3 ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში.+ იგივეს მოწერა ძნელი არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი ამას უსაფრთხოება მოაქვს.
2 უფრთხილდით ძაღლებს,+ უფრთხილდით ზიანის მომტან ადამიანებს, უფრთხილდით სხეულის დამსახიჩრებლებს.+
3 ჩვენ ვართ ჭეშმარიტად წინადაცვეთილნი,+ რომლებიც ღვთის სულით+ ვასრულებთ წმინდა მსახურებას, ვამაყობთ ქრისტე იესოში+ და ხორცზე+ არ ვამყარებთ იმედს.
4 თუმცა, თუ საერთოდ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, მე მაქვს.
თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს:+
5 მერვე დღეს წინადაცვეთილი,+ ისრაელის მოდგმისა, ბენიამინის ტომისა,+ ებრაელი მშობლების მიერ ნაშობი ებრაელი,+ რაც შეეხება კანონს, ფარისეველი,+
6 თუ მოშურნეობაზე მიდგა საქმე, კრებების მდევნელი,+ და — თუ სიმართლეზე, რომელიც კანონის მეშვეობით არის, უმწიკვლო.
7 მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის.+
8 ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის.+ მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ,+ რათა შევიძინო ქრისტე,
9 მასთან ერთობაში ვიყო და ჩემი სიმართლე კი არ მქონდეს, რომელიც კანონიდან მომდინარეობს,+ არამედ ის სიმართლე, რომელიც ქრისტესადმი რწმენას+ მოაქვს და ღვთისგან არის რწმენის საფუძველზე,+
10 რათა ვიცნობდე მას და ვიცოდე მისი აღდგომის ძალა,+ მოზიარეობა მქონდეს მის ტანჯვებში+ და მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით მოვკვდე,+
11 როგორმე მათ შორის რომ აღმოვჩნდე, ვინც პირველები აღდგებიან+ მკვდრეთით.
12 არა იმიტომ, რომ უკვე მივიღე ჯილდო ან სრულყოფილი გავხდი,+ არამედ ვისწრაფვი,+ იქნებ მოვიპოვო+ ის, რისთვისაც მე მომიპოვა+ ქრისტე იესომ.
13 ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა,+ და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის,+
14 ვისწრაფვი მიზნისკენ,+ ღვთის მიერ ზეციური მოწოდების+ ჯილდოსკენ+ ქრისტე იესოს მეშვეობით.
15 მაშ, მოდი ყველამ, ვინც კი ჩვენ შორის მოწიფულია, ასე ვიაზროვნოთ,+ და თუ თქვენი აზროვნება+ სხვა კუთხით იხრება, ღმერთი დაგანახვებთ სწორ აზროვნებას.
16 რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ.+
17 ყველამ მომბაძეთ,+ ძმებო, და დააკვირდით მათ, ვინც ჩვენ მიერ თქვენთვის დატოვებული მაგალითის მიხედვით დადის.+
18 ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით ვამბობ, ისე დადიან, როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები.+
19 მათი ბოლო დაღუპვაა,+ მათი ღმერთი მათივე მუცელია,+ მათი დიდება სირცხვილშია,+ ისინი მიწიერზე ფიქრობენ.+
20 ჩვენი მოქალაქეობა+ კი ზეცაშია,+ საიდანაც მოუთმენლად ველით+ მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,+
21 რომელიც ჩვენს დამცირებულ სხეულს+ თავისი დიდებული სხეულის+ შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით,+ რომლითაც შეუძლია ყველაფერი საკუთარ თავს დაუმორჩილოს.+