ფს. 1:1—6

1  ბედნიერია+ კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,+არ დგას ცოდვილთა გზაზე+და დამცინავებთან არ ზის;+   იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას+და კითხულობს* მის კანონს დღედაღამ.+   იქნება ის წყლის ნაკადულებთან+ დარგულ ხესავით,რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს+და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება;+ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+   ბოროტები კი ასე არ არიან,ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.+   ამიტომაც ბოროტები ვერ წამოდგებიან სასამართლოზე+ დაცოდვილები — მართლების კრებულში;+   რადგან იცის იეჰოვამ მართალთა გზა,+ბოროტთა გზა კი მოისპობა.+

სქოლიოები

ანუ დაბალი ხმით კითხულობს, ფიქრობს.