ფს. 10:1—18

ל [ლამედ] 10  ო, იეჰოვა, რატომ დგახარ შორს?+რატომ იმალები მაშინ, როცა გვიჭირს?+   ბოროტი თავისი ამპარტავნობით გაშმაგებული დევნის დაჩაგრულს;+მისი ზრახვები გამოიჭერს მას.+   ბოროტი თავისი გულისთქმით* იქებს თავს+და საკუთარ თავს ლოცავს ის, ვინც მოგებას უსამართლოდ იხვეჭს.+ נ [ნუნ] ის პატივს არ სცემს იეჰოვას.+   ბოროტი ქედმაღალია და არ ეძებს ღმერთს,+არ არსებობსო ღმერთი,+ ფიქრობს ის.   ყოველთვის წარმატებულია თავის გზაზე.+მიუწვდომელია მისთვის შენი სამართალი.+ის არაფრად აგდებს მათ, ვინც მას მტრობს.+   გულში ამბობს: არ წავბორძიკდები,+არ შემემთხვევაო უბედურება თაობიდან თაობაში.+ פ [ფე]   მისი პირი ფიცილით, მზაკვრობითა და ჩაგვრით არის სავსე;+უბედურება და სიავე აქვს ენაზე.+   დასახლებულ ადგილებშია ჩასაფრებული;სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს.+ ע [აინ] თვალებით დაეძებს საწყალს;+   ჩასაფრებულია სამალავში, როგორც ლომი ბუნაგში.+ჩასაფრებულია,+ რომ მოიტაცოს საწყალი.ბადეში იმწყვდევს და იტაცებს მას.+ 10  განადგურებული და მოდრეკილია იგი;მრავალი დამწუხრებული ჩავარდება ბოროტის ძლიერ კლანჭებში.+ 11  გულში ამბობს:+ დაივიწყა ღმერთმა,+სახე დამალაო,+ვერასოდეს იხილავსო ამას.+ ק [კოფ] 12  აღსდექ,+ იეჰოვა! ხელი აღმართე,+ ღმერთო!ნუ დაივიწყებ დაჩაგრულებს!+ 13  რატომ არ სცემს ღმერთს პატივს ბოროტი?+გულში ამბობს: არ მომთხოვსო პასუხს.+ ר [რეშ] 14  ხედავ უბედურებასა და მწუხარებას.იყურები, რომ ხელში ჩაიგდო ისინი.+საწყალი,+ უმამო ბავშვი შენ გაბარებს თავს.შენა ხარ მისი შემწე.+ ש [შინ] 15  მკლავი გადაუმტვრიე ბოროტსა და უკეთურს.+მანამდე ეძებე მათი ბოროტება, სანამ ვეღარ იპოვი.+ 16  მარადიული მეფეა იეჰოვა, მუდამ იმეფებს იგი.+აღიგავნენ ხალხები დედამიწიდან.+ ת [თავ] 17  შენ შეისმენ თვინიერთა სურვილს,+ იეჰოვა.შენ განაწყობ მათ გულს.+შენ მიაპყრობ ყურს,+ 18  სამართალი რომ გაუჩინო უმამო ბავშვსა და დაჩაგრულს,+რათა აღარავინ ააცახცახოს მოკვდავმა, მიწიერმა კაცმა.+

სქოლიოები

ან სულის ეგოისტური მისწრაფებით.