ფს. 100:1—5

სამადლობელი სიმღერა+ 100  სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო.+   სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას.+მხიარული ყიჟინით მიდით მის წინაშე.+   იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი.+თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან შეგვქმნა.+ჩვენ მისი ხალხი ვართ და მისი საძოვრის ცხვარი.+   სამადლობლით შედით მის კარიბჭეებში+და ქებით — მის ეზოებში.+მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი.+   კარგია იეჰოვა;+მისი სიკეთე* მარადიულია+და მისი ერთგულება — თაობიდან თაობაში.+

სქოლიოები

იხილეთ 90:14-ის სქოლიო.