ფს. 102:1—28

დაჩაგრულის ლოცვა, როცა ღონემიხდილი თავის წუხილს ღვრის იეჰოვას წინაშე+ 102  იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+მოაღწიოს შენამდე ჩემმა ხმამ, როცა შველას გთხოვ.+   ნუ დამალავ სახეს ჩემგან მაშინ, როცა დიდ გასაჭირში ვარ.+ყური მომაპყარი;+იჩქარე და მიპასუხე, როცა მოგიხმობ.+   კვამლივით ქრება ჩემი დღეები+და ჩემი ძვლები ბუხარივით წითლდება მხურვალებისგან.+   ბალახივით ჭკნება და ხმება ჩემი გული,+რადგან ჭამაც კი დამავიწყდა.+   ოხვრისგან+ძვალი და ტყავიღა დავრჩი.+   უდაბნოს ვარხვივით გავხდი,+ჭოტს დავემსგავსე, გაპარტახებულ ადგილებში დაბუდებულს.   ძალა გამომეცალადა სახურავზე ეულად მჯდომ ჩიტს დავემსგავსე.+   მთელი დღე შეურაცხმყოფენ ჩემი მტრები.+ჩემმა დამცინავებმა ჩემი სახელი წყევლად აქციეს.+   პურივით ვჭამ ნაცარს+და სასმელს ცრემლებს ვურევ+ 10  შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო,+რადგან ამიყვანე, რომ გადაგეგდე.+ 11  ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა,+ბალახივით ვარ გამხმარი.+ 12  შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იქნები+და თაობიდან თაობაში გახსენებენ.+ 13  შენ აღსდგები, შენ შეიწყალებ სიონს,+რადგან დადგა მის მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენის დრო,მოვიდა დანიშნული დრო.+ 14  შენს მსახურებს მოსწონთ მისი ქვები,+მათთვის ძვირფასია მისი მტვერი.+ 15  შეეშინდებათ ხალხებს იეჰოვას სახელის,+დედამიწის მეფეებს — შენი დიდების.+ 16  იეჰოვა ააშენებს სიონს,+ის გამოჩნდება თავისი დიდებით.+ 17  ის შეისმენს გაძარცულთა ლოცვას,+მათ ლოცვას არ უგულებელყოფს.+ 18  მომავალი თაობისთვის დაიწერა ეს;+ხალხი, რომელიც გაჩნდება, აქებს იაჰს*.+ 19  გადმოიხედა მან თავისი წმინდა სიმაღლიდან,+იეჰოვამ ზეციდან გადმოხედა დედამიწას,+ 20  რომ მოესმინა პატიმრის ოხვრა+და გაეთავისუფლებინა სასიკვდილოდ განწირულები,+ 21  რათა გაცხადდეს იეჰოვას სახელი სიონში+და მისი ქება — იერუსალიმში,+ 22  როცა ერთად იკრიბებიან ხალხები+და სამეფოები, იეჰოვას რომ ემსახურონ.+ 23  შუაგზაზე გამომაცალა მან ძალა,+დღეები შემიმოკლა.+ 24  ვთქვი: „ჩემო ღმერთო,ნუ წამიყვან სიცოცხლის შუაგზიდან;+ყველა თაობაშია შენი წლები.+ 25  დიდი ხნის წინათ დააფუძნე დედამიწა+და ზეცა შენი ნახელავია.+ 26  ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ დარჩები;+ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი.+ტანსაცმელივით გამოცვლი მათ და თავიანთ დროს მოჭამენ.+ 27  შენ კი იგივე ხარ, არ დასრულდება შენი წლები.+ 28  შენი მსახურების ძეები კვლავაც იქ იცხოვრებენ, სადაც არიან,+და შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავლები“.+

სქოლიოები

იხილეთ 94:7-ის სქოლიო.