ფს. 103:1—22

დავითის ფსალმუნი 103  აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო,+მთელო ჩემო არსებავ, აკურთხე მისი სახელი!+   აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო,და მის საქმეებს ნუ დაივიწყებ!+   აკურთხე ის, ვინც ყველა დანაშაულს გპატიობს;+ვინც ყველა შენი სნეულებისგან გკურნავს;+   ვინც საფლავში ჩავარდნისგან იცავს შენს სიცოცხლეს;+ვინც სიკეთისა* და წყალობის გვირგვინს გადგამს;+   ვინც ყოველივე კარგით აძღებს შენს სიცოცხლეს;+როგორც არწივს, ისე გიახლდება ახალგაზრდობა.+   იეჰოვა აღასრულებს სიმართლესა+და სამართალს მათთვის, ვისაც რაღაცას სძალავენ.+   თავისი გზები გააცნო მოსეს+და თავისი საქმეები — ისრაელის ძეებს.+   იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია,+რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე.+   მუდმივად არ დაგდებს ბრალს+და არც მარადიულად განაწყენდება.+ 10  ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა+და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით.+ 11  როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა,+ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთათვის;+ 12  როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,+ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+ 13  როგორც მამა იწყალებს შვილებს,+იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს.+ 14  მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+ 15  მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+მინდვრის ყვავილივით იფურჩქნება იგი.+ 16  დაუბერავს ქარი და აღარ არის,+აღარ ემახსოვრება იგი მის ადგილს.+ 17  იეჰოვას სიკეთე მარადიულია*+მის მოშიშთა მიმართ,+მისი სიმართლე — შვილთაშვილების მიმართ,+ 18  მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+და მათ მიმართ, ვისაც ახსოვს მისი წესები და იცავს მათ.+ 19  იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში+და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+ 20  აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო+ მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო,+მისი სიტყვის მოსმენით!+ 21  აკურთხეთ იეჰოვა, მისნო ლაშქარნო,+მისნო მსახურნო, მისი ნების შემსრულებელნო!+ 22  აკურთხეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,+მთელ მის სამფლობელოში!+ აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო!+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.