ფს. 105:1—45

105  მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს,+გააგებინეთ ხალხებს მისი საქმეები!+   უმღერეთ მას, ქება უმღერეთ,+იფიქრეთ მის საოცარ საქმეებზე,+   იამაყეთ მისი წმინდა სახელით.+გაიხარონ იეჰოვას მძებნელთა გულებმა.+   ეძებეთ იეჰოვა და მისი ძალა,+გამუდმებით ეძებეთ მისი სახე.+   გახსოვდეთ საოცარი საქმეები, მან რომ მოიმოქმედა,+მისი სასწაულები და მისი ბაგის სამართალი,+   აბრაამის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+იაკობის ძეებო, მისნო რჩეულნო!+   ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+მთელ დედამიწაზე მოქმედებს მისი სამართალი.+   მარადიულად ემახსოვრება თავისი შეთანხმება,+ათასობით თაობაში ემახსოვრება თავისი ნაბრძანები სიტყვა,+   აბრაამთან დადებული შეთანხმება+და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+ 10  რომლის სიტყვებიც წესად ჰქონდა იაკობს,მარადიულ შეთანხმებად — ისრაელს:+ 11  „შენ მოგცემ ქანაანის მიწას,+როგორც თქვენს სამემკვიდრო წილს“.+ 12  მაშინ მცირე იყო მათი რიცხვი,+ძალიან მცირე, და ხიზნობდნენ იქ.+ 13  ერიდან ერში გადადიოდნენ,+ერთი სამეფოდან სხვა ხალხთან მიდიოდნენ.+ 14  მან არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის,+მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს+ 15  და ეუბნებოდა: „ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ+და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველებს!“+ 16  შიმშილი ჩამოაგდო ქვეყანაში;+დაამტვრია პურის ჩამოსაკიდებელი ჯოხები.+ 17  მათ წინ გაგზავნა კაცი,იოსები, რომელიც მონად გაყიდეს.+ 18  ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები,+რკინით შეიბორკა მისი სული.+ 19  სანამ ასრულდებოდა მისი ნათქვამი,+იეჰოვას სიტყვამ განწმინდა იგი.+ 20  მეფემ ბრძანა მისი გათავისუფლება+ხალხთა მმართველმა — მისი გამოხსნა. 21  მან ის თავისი სახლეულობის უფროსად დააყენა,+მთელი თავისი ქონების გამგებლად,+ 22  რათა თავისი სულის სურვილისამებრ შეებოჭა მისი მთავრები+და სიბრძნე ესწავლებინა მის მოხუცებულთათვის.+ 23  ჩავიდა ისრაელი ეგვიპტეში+და ხიზნობდა იაკობი ქამის ქვეყანაში.+ 24  ნაყოფიერი გახადა ღმერთმა თავისი ხალხი+და მოწინააღმდეგეებზე ძლიერი.+ 25  მან დაუშვა, რომ მათ გულს შესძულებოდა მისი ხალხი+და ცბიერულად მოქცეოდნენ მის მსახურებს.+ 26  გაგზავნა თავისი მსახური მოსე+და აარონი, რომელიც აირჩია.+ 27  მათ აჩვენეს ხალხს მისი ნიშნები+და სასწაულები ქამის ქვეყანაში.+ 28  მოავლინა სიბნელე და დააბნელა;+არ ეურჩნენ მის სიტყვებს.+ 29  წყალი სისხლად უქცია+და გაუწყვიტა თევზი.+ 30  ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა,+მათი მეფეების შიდა ოთახებიც კი. 31  თქვა, რომ ბუზანკალი შესეოდათ,+ქინქლას აევსო მთელი მათი მხარე.+ 32  კოკისპირული წვიმა სეტყვად უქცია,+აბრიალებული ცეცხლი გამოუგზავნა მათ ქვეყანას.+ 33  დაჰკრა მათ ვაზსა და ლეღვსდა დალეწა ხეები მათ მხარეში.+ 34  თქვა, რომ შესეოდნენ კალიები+და შესეოდა ურიცხვი უფრთო კალია.+ 35  გადაჭამეს მათი ქვეყნის მთელი მცენარეულობა;+შეჭამეს მათი მიწის ნაყოფი. 36  დაჰკრა ყველა პირმშოს ქვეყანაში,+მათი წარმომქმნელი ძალის საწყისს.+ 37  ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი;+არავინ დაბრკოლებულა მის ტომებში. 38  გაიხარა ეგვიპტემ მათი წასვლით,რადგან მათმა შიშმა შეიპყრო ის.+ 39  ღრუბელი მისცა მათ საფრად+და ცეცხლი — ღამის გასანათებლად.+ 40  ხორცი ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა,+ზეციური პურით აძღებდა მათ.+ 41  გააპო კლდე და გადმოიღვარა წყალი;+მდინარესავით ჩაიარა უწყლო მხარეებში.+ 42  მას ახსოვდა თავისი მსახურისთვის, აბრაამისთვის ნათქვამი წმინდა სიტყვა.+ 43  სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი,+თავისი რჩეულები — სიხარულის ყიჟინით.+ 44  ნელ-ნელა აძლევდა მათ ხალხების მიწას+და ეუფლებოდნენ ერების გარჯის ნაყოფს,+ 45  რათა შეესრულებინათ მისი წესები+და დაეცვათ მისი კანონები.+ადიდეთ იაჰი*!+

სქოლიოები

იხილეთ 94:7-ის სქოლიო.