ფს. 106:1—48

106  ადიდეთ იაჰი*!+მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+მარადიულია მისი სიკეთე*.+   ვინ ილაპარაკებს იეჰოვას ძლიერ საქმეებზე+ან ვინ მიაგებს მას საკადრის ქებას ხალხის წინაშე?+   ბედნიერნი არიან სამართლის დამცველნი,+ყოველთვის სიმართლის მოქმედნი.+   გამიხსენე, იეჰოვა, იმ კეთილგანწყობით, რომელსაც შენი ხალხის მიმართ ავლენ.+იზრუნე ჩემზე და მიხსენი,+   რათა ვიხილო შენი რჩეულების მიმართ გამოვლენილი სიკეთე,+გავიხარო შენი ერის სიხარულით+და ვიამაყო შენს მემკვიდრეობასთან ერთად.+   შევცოდეთ, როგორც ჩვენმა მამა-პაპამ,+ცუდად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ.+   ეგვიპტეში ჩვენი მამა-პაპავერ ჩასწვდა შენს საოცარ საქმეებს.+არ ახსოვდათ შენი დიდებული სიკეთე,+გეურჩნენ ზღვასთან, წითელ ზღვასთან.+   მან იხსნა ისინი თავისი სახელის გამო,+ცნობილი რომ გაეხადა თავისი ძლევამოსილება.+   შერისხა წითელი ზღვა და დაშრა ის,+ისე გაატარა ღრმა წყალში, თითქოს უდაბნოში მიდიოდნენ.+ 10  მან გადაარჩინა ისინი მოძულეთა ხელიდან+და დაიხსნა მტრის ხელიდან.+ 11  წყალმა დაფარა მათი მოწინააღმდეგეები,+არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.+ 12  მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვა,+ქება უმღერეს მას,+ 13  მაგრამ მალევე დაივიწყეს მისი საქმეები,+არ დაელოდნენ მის რჩევას.+ 14  თავიანთ გულისთქმას აჰყვნენ უდაბნოში+და სცდიდნენ ღმერთს უკაცრიელ ადგილას.+ 15  შეუსრულა მათ თხოვნა+და დამაუძლურებელი სენი გაუგზავნა.+ 16  ბანაკში შური აღეძრათ მოსეს მიმართ+და აარონის, იეჰოვას წმინდის მიმართ.+ 17  გახსნა მიწამ პირი, ჩაყლაპა დათანი+და დაფარა აბირამის კრებული.+ 18  ცეცხლი გიზგიზებდა მათ კრებულში,+ცეცხლის ალი ნთქავდა ბოროტებს.+ 19  ხორებში ხბო გააკეთეს+და ქანდაკების წინაშე დაემხვნენ;+ 20  ჩემი დიდება ბალახის მჭამელი+ხარის გამოსახულებაზე გაცვალეს.+ 21  დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი,+რომელმაც დიდებული საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში,+ 22  საოცარი საქმეები — ქამის ქვეყანაში,+შიშის მომგვრელი საქმეები — წითელ ზღვასთან.+ 23  ის გაანადგურებდა მათ,+რომ არა მოსე, მისი რჩეული,რომელიც მათ შორის ჩადგა,+რათა დაეცხრო მისი რისხვა და აღარ განადგურებულიყვნენ ისინი.+ 24  შეიჯავრეს სანუკვარი ქვეყანა,+არ ირწმუნეს მისი სიტყვა.+ 25  დრტვინავდნენ კარვებში+და არ უსმენდნენ იეჰოვას ხმას.+ 26  ამიტომ ფიცით აღაპყრო ხელი,+რომ დასცემდა მათ უდაბნოში,+ 27  დასცემდა მათ შთამომავლობას ხალხებში+და გაფანტავდა მათ სხვადასხვა ქვეყანაში.+ 28  მიეწებნენ ფეორის ბაალს+და ჭამდნენ მკვდართათვის მსხვერპლად შენაწირს.+ 29  როცა თავიანთი საქციელით გაანაწყენეს იგი,+სატანჯველი დაატყდათ თავს.+ 30  როცა ადგა ფინხასი და ჩაერია,+შეწყდა სატანჯველი. 31  ეს სიმართლედ ჩაეთვალა მასთაობიდან თაობაში, სამარადისოდ.+ 32  აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან,+ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს.+ 33  სული გაუმწარეს,ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით.+ 34  არ მოსპეს ხალხები,+როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მათთვის;+ 35  შეერივნენ სხვა ხალხებს+და ისწავლეს მათი საქმეები.+ 36  ემსახურებოდნენ მათ კერპებს+და ეს მახედ ექცათ.+ 37  თავიანთ ძეებსა და ასულებს+დემონებს სწირავდნენ.+ 38  უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ,+თავიანთი ძეებისა და ასულების სისხლს,ქანაანის კერპებს სწირავდნენ მათ;+წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით.+ 39  გაუწმინდურდნენ თავიანთი საქმეებით+და თავიანთი საქციელით გარყვნილებას სჩადიოდნენ.+ 40  აინთო იეჰოვას რისხვა თავის ხალხზე+და შეიძულა მან თავისი მემკვიდრეობა.+ 41  აგდებდა მათ სხვა ხალხების ხელში,+რათა მათ მოძულეებს ებატონათ მათზე,+ 42  რათა შეევიწროებინათ ისინი მტრებსდა დაემორჩილებინათ.+ 43  ბევრჯერ დაიხსნა ისინი,+მაგრამ ურჩობდნენ და დაუმორჩილებლობის გზას ადგნენ;+თავიანთი დანაშაულის გამო დამცირებას იტეხდნენ თავს.+ 44  ის ხედავდა მათ გასაჭირს,+როცა ესმოდა მათი მუდარა.+ 45  მათი გულისთვის ახსოვდა შეთანხმება+და თავისი დიდებული სიკეთისამებრ* გრძნობდა სინანულს.+ 46  მათდამი სიბრალულს აღუძრავდაყველა მათ დამატყვევებელს.+ 47  გვიხსენი, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+გამოგვიყვანე ხალხებიდან და ერთად შეგვკრიბე,+რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენ საქებრად.+ 48  კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+მარადიულად*,და ყველა ხალხმა თქვას: ამინ*!+ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 94:7-ის სქოლიო.
იხილეთ 103:4-ის სქოლიო.
იხილეთ 103:4-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!