ფს. 107:1—43

(ფსალმუნები 107—150) 107  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+მარადიულია მისი სიკეთე*.+   ეს ილაპარაკონ იეჰოვას გამოხსნილებმა,+მოწინააღმდეგეების ხელიდან გამოხსნილებმა,+   რომლებიც შეკრიბა მან სხვადასხვა ქვეყნიდან,+მზის ამოსავლიდან და მზის ჩასავლიდან,+ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.+   ისინი დაეხეტებოდნენ უდაბნოში,+ უკაცრიელ ადგილას;+ვერ პოულობდნენ გზას ქალაქისკენ, სადაც დამკვიდრდებოდნენ.+   მშიერ-მწყურვალნი იყვნენ,+დაუძლურდა მათი სული.+   გასაჭირში იეჰოვას შეღაღადებდნენ;+ის იხსნიდა მათ გასაჭირიდან+   და ატარებდა სწორი გზით,+რათა მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.+   მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+   მან გააძღო გამოფიტული სული+და მშიერი სული ყოველივე კარგით აავსო.+ 10  ზოგი სიბნელესა და უკუნეთში ცხოვრობდა,+პატიმრები იყვნენ გაჭირვებასა და ბორკილებში.+ 11  ეურჩნენ+ ღვთის სიტყვას+და უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს.+ 12  მან გასაჭირით დაიმორჩილა მათი გული;+წაიბორძიკეს და არავინ იყო მათი მშველელი.+ 13  შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+მან, როგორც ყოველთვის, გასაჭირიდან იხსნა ისინი.+ 14  სიბნელიდან და უკუნეთიდან გამოიყვანა+და დაწყვიტა მათი თოკები.+ 15  მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+ 16  მან დაამტვრია სპილენძის კარები+და ჩამოჭრა რკინის ურდულები.+ 17  უგუნურებმა ცოდვისა+და დანაშაულის გამო, საბოლოოდ, უბედურება დაიტეხეს თავს.+ 18  ყველანაირი საკვები შეიძულა მათმა სულმა,+სიკვდილის კარიბჭეებს მიუახლოვდნენ.+ 19  შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+მან, როგორც ყოველთვის, გასაჭირიდან იხსნა ისინი.+ 20  ის უგზავნიდა თავის სიტყვას და კურნავდა მათ,+საფლავიდან იხსნიდა მათ.+ 21  მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+ 22  სამადლობელი შესწირონ მსხვერპლად+და სიხარულის ყიჟინით აუწყონ მისი საქმეები.+ 23  ზღვაში გემებით გამსვლელნი+და ვრცელ წყლებში მოვაჭრენი+ 24  ხედავენ იეჰოვას საქმეებს,+მის საოცარ საქმეებს სიღრმეებში,+ 25  როგორ ამბობს სიტყვას და აწყებინებს ძლიერ ქარს ქროლვას,+რომელიც აღმართავს ტალღებს.+ 26  ცაში ადიანდა ძირს ჩადიან.უბედურების გამო დნება მათი სული.+ 27  მთვრალი კაცივით ქანაობენ და ბარბაცებენ,+აირია მთელი მათი სიბრძნე.+ 28  შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+მას გამოჰყავს ისინი გასაჭირიდან.+ 29  ის აწყნარებს ქარიშხალს+და მშვიდდებიან ზღვის ტალღები.+ 30  ხარობენ, რადგან დაწყნარდნენ ისინი;ის მიუძღვის მათ სიხარულის მყუდრო სავანისკენ.+ 31  მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+ 32  ადიდონ იგი შესაკრებელში+და მოხუცებულთა კრებულში აქონ.+ 33  მდინარეებს უდაბნოდ აქცევს+და წყლის ნაკადებს — ხრიოკად,+ 34  ნაყოფიერ მიწას — მარილიან მიწად+იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო, 35  უდაბნოს — ლერწმიან ტბორად+და უწყლო მხარეს — წყლის ნაკადებად.+ 36  იქ ასახლებს მშივრებს,+რათა განამტკიცონ სამკვიდრებელი ქალაქი.+ 37  თესავენ ყანებს და აშენებენ ვენახებს,+რათა მოიყვანონ მოსავალი.+ 38  აკურთხებს მათ, რომ გამრავლდნენ,+და არ ამცირებს მათ საქონელს,+ 39  მაგრამ ისევ ცოტავდებიან და იკაკვებიან+შევიწროების, უბედურებისა და მწუხარების გამო.+ 40  თავის სიძულვილს ანთხევს წარჩინებულებზე+და ახეტიალებს მათ უსახურ, უგზო-უკვლო ადგილებში;+ 41  საწყალს კი გაჭირვებისგან იცავს+და ფარასავით ამრავლებს მის ოჯახს.+ 42  მართლები ხედავენ და ხარობენ,+უმართლოებას კი პირი მოეკუმება.+ 43  ვინ არის ბრძენი? ის დააკვირდება ყოველივეს+და ჩაუკვირდება იეჰოვას სიკეთეს.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.