ფს. 108:1—13

დავითის ფსალმუნი, სიმღერა 108  მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ+ჩემი დიდებით.+   გაიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+გამოვაღვიძებ განთიადს.+   ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+ქებას გიმღერებ ერებში!+   შენი სიკეთე* ზეცას სწვდება+და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს.+   ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!+   შენი საყვარელი ხალხის გადასარჩენად+მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.+   ღმერთმა ილაპარაკა თავისი სიწმინდით:+„გავიხარებ, შექემს+ გავცემ სამემკვიდრო წილად+და სუქოთის+ ველს გადავზომავ.   ჩემია გალაადი+ და ჩემია მენაშე;+ეფრემი ჩემი თავკაცის სიმაგრეა;+იუდა ჩემი მთავრის კვერთხია;+   მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია;+ედომზე+ მოვისვრი ჩემს სანდალს;+გამარჯვების ყიჟინას დავცემ+ ფილისტიმს“.+ 10  ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქში?+ვინ წამიძღვება ედომამდე?+ 11  განა შენ არ მიგვაგდე, ღმერთო,+და აღარ მიუძღვები ჩვენს ჯარს, როგორც ღმერთი?!+ 12  დაგვეხმარე გასაჭირში,+რადგან ფუჭია ხსნა ადამიანისგან.+ 13  ღვთისგან მივიღებთ მაცოცხლებელ ძალას+და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.+

სქოლიოები

იხილეთ 107:1-ის სქოლიო.