ფს. 109:1—31
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა
109 ჩემო ქებულო ღმერთო,+ ნუ დადუმდები.+
2 ბოროტები და მზაკვრები ჩემ წინააღმდეგ ხსნიან ბაგეს.+ცრუ ენით ლაპარაკობენ ჩემზე;+
3 გარს შემომერტყნენ სიძულვილით სავსე სიტყვებით+და უმიზეზოდ მებრძვიან.+
4 ჩემი სიყვარულის პასუხად მეწინააღმდეგებიან,+მე კი ვლოცულობ.+
5 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან+და სიყვარულს — სიძულვილით.+
6 ბოროტი კაცი დაუყენე მას,მოწინააღმდეგე+ ედგეს მარჯვნივ.
7 გასამართლებისას ბოროტად შეირაცხოსდა ცოდვად იქცეს მისი ლოცვა.+
8 მცირე იყოს მისი დღეები+და მის ნაცვლად სხვამ შეასრულოს ზედამხედველის მოვალეობა.+
9 უმამოდ დარჩნენ მისი ძეები+და დაქვრივდეს მისი ცოლი.+
10 იხეტიალონ მისმა ძეებმადა იმათხოვრონ;+საჭმლის საძებნელად წავიდნენ თავიანთი გაპარტახებული ადგილებიდან.+
11 მევახშემ ჩაიგდოს ხელში მისი სარჩო-საბადებელი;+უცხოებმა+ დაიტაცონ მისი ნაშრომი.+
12 ნურავინ გამოავლენს მის მიმართ სიკეთეს*+და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს.
13 მოისპოს მისი შთამომავლობა;+წაიშალოს მათი სახელი მომავალ თაობაში.+
14 იეჰოვამ გაიხსენოს მისი მამა-პაპის დანაშაული+და არ წაიშალოს+ დედამისის ცოდვა.+
15 მუდამ იეჰოვას თვალწინ იყოს ისინი+და მოსპოს მან მათი სახსენებელი დედამიწაზე,+
16 რადგან არ ახსოვდა სიკეთის კეთება;+საწყალს, ღარიბსა და გულდამწუხრებულს+დასდევდა მოსაკლავად.+
17 უყვარდა წყევლა,+ ამიტომ მასვე ეწია ის;+არ სურდა კურთხევა,+ამიტომ გაშორდა მას.+
18 ტანსაცმელივით შეიმოსა წყევლით;+ის წყლად იქცა მასში+და ზეთად — მის ძვლებში.
19 იყოს ის მისთვის ტანსაცმელივით, რომლითაც იმოსება,+და სარტყელივით, რომელიც ყოველთვის შემორტყმული აქვს.+
20 ეს არის საზღაური იეჰოვასგან ჩემი მოწინააღმდეგისთვის+და მათთვის, ვინც ბოროტს ლაპარაკობს ჩემს სულზე.+
21 შენა ხარ იეჰოვა, უზენაესი+ უფალი.წყალობით მომეპყარი შენი სახელის გამო,+დამიხსენი, რადგან კარგია შენი სიკეთე.+
22 საწყალი და დაჩაგრული ვარ,+განგმირული მაქვს გული.+
23 იძულებული ვარ წავიდე, როგორც გადახრილი ჩრდილი,+კალიასავით ვარ ჩამობერტყილი.
24 მუხლები მიკანკალებს მარხვისგან,+ხორცი გამელია, რადგან არა მაქვს ზეთი მისთვის.+
25 შეურაცხყოფილი გავხდი მათგან.+ჩემ დანახვაზე თავებს აქნევენ.+
26 დამეხმარე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+მიხსენი შენი სიკეთისამებრ.+
27 გაიგონ, რომ ეს შენი ხელია,+რომ შენ მოიმოქმედე ეს, იეჰოვა.+
28 მათ იწყევლონ,+შენ კი მაკურთხე.+თუმცა აღმდგარნი არიან, შერცხვნენ ისინი;+გაიხაროს შენმა მსახურმა.+
29 დამცირებით შეიმოსონ ჩემი მოწინააღმდეგეები+და მოსასხამივით მოიცვან თავიანთი სირცხვილი.+
30 ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით+და მრავალ ხალხში შევაქებ მას.+
31 ის მარჯვნივ დაუდგება ღარიბს,+რომ იხსნას ის მისი სულის გამსამართლებლებისგან.
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა 16-ე, 21-ე და 26-ე მუხლებშიც სიკეთედ არის ნათარგმნი.