ფს. 11:1—7
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი
11 იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი.+როგორ ბედავთ, რომ მეუბნებით*:„თქვენს მთაში გადაიხვეწე ჩიტივით!+
2 ნახე, მოზიდეს მშვილდი ბოროტებმა,+ლარს გამოსდეს ისარი,რომ წყვდიადში ესროლონ გულმართლებს.+
3 რა უნდა ქნას მართალმა,+როცა დანგრეულია საძირკვლები?“
4 იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია;+ზეცაშია იეჰოვა თავის ტახტზე.+ხედავს მისი თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ+ ადამიანთა ძეებს.
5 იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც;+ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს*.+
6 წვიმასავით დაუშვებს მახეებს, ცეცხლსა და გოგირდს ბოროტთა თავზე+და მწველ ქარს არგუნებს მათ წილად, როგორც სასმისს.+
7 მართალია იეჰოვა,+ სიმართლის საქმეების მოყვარულია.+მართლები იხილავენ მის სახეს.+
სქოლიოები
^ ანუ ეუბნებით ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.