ფს. 111:1—10
111 ადიდეთ იაჰი*!+
א [ალეფ]
მთელი გულით ხოტბას შევასხამ იეჰოვას+
ב [ბეთ]
მართალთა სამეგობროში+ და კრებულში.+
ג [გიმელ]
2 დიდებულია იეჰოვას საქმეები;+
ד [დელეთ]
იკვლევენ მათ ისინი, ვინც სიამოვნებას პოულობს მათში.+
ה [ჰე]
3 ღირსებითა და სიდიადით+ მოქმედებს იგი,+
ו [ვავ]
მარადიულია მისი სიმართლე.+
ז [ზაინ]
4 სამახსოვროს ხდის თავის საოცარ საქმეებს.+
ח [ხეთ]
მწყალობელი და გულმოწყალეა იეჰოვა.+
ט [ტეთ]
5 საკვებს აძლევს თავის მოშიშებს.+
י [ჲოდ]
მარადიულად ემახსოვრება თავისი შეთანხმება.+
כ [ქაფ]
6 თავისი ნახელავის ძალა უჩვენა თავის ხალხს+ —
ל [ლამედ]
ერების მემკვიდრეობა მისცა მათ.+
מ [მემ]
7 ჭეშმარიტება და სამართლიანობა ვლინდება მის ნახელავში,+
נ [ნუნ]
სანდოა მის მიერ გაცემული ყველა ბრძანება,+
ס [სამეხ]
8 კარგად განმტკიცებულია მარადიულად, სამუდამოდ;+
ע [აინ]
ჭეშმარიტებითა და სიმართლით არის შესრულებული.+
פ [ფე]
9 გამოისყიდა თავისი ხალხი.+
צ [ცადე]
სამარადისოდ დადო შეთანხმება.+
ק [კოფ]
წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი.+
ר [რეშ]
10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა.+
ש [სინ]
წვდომის უნარი აქვს მისი ბრძანების შემსრულებელს.+
ת [თავ]
მარადიულია მისი ქება.+
სქოლიოები
^ ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.