ფს. 114:1—8
114 როდესაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა,+იაკობის სახლი — გაურკვევლად მოლაპარაკე ხალხისგან,+
2 იუდა გახდა მისი წმინდა ადგილი,+ისრაელი — მისი დიდებული სამფლობელო.+
3 დაინახა ზღვამ და გაიქცა;+მიიქცა იორდანე.+
4 მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ,+გორები — ბატკნებივით.
5 რა მოგივიდა, ზღვაო, რომ გაიქეცი,+და იორდანევ, რომ მიიქეცი?+
6 რა მოგივიდათ, მთებო, ვერძებივით რომ აკუნტრუშდით,+და თქვენ, გორებო — ბატკნებივით?+
7 მწვავე ტკივილებმა შეგიპყროს უფლის გამო, დედამიწავ,+იაკობის ღვთის გამო,
8 რომელიც ლერწმიან ტბორად აქცევს კლდეს,+კაჟის კლდეს — წყლის წყაროდ.+