ფს. 116:1—19
116 სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს+ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.+
2 ყური მომაპყრო მან,+ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.+
3 სიკვდილის საბელები შემომერტყა გარს+და შევიწროებული აღმოვჩნდი, თითქოს სამარეში*.+გასაჭირსა და მწუხარებას წავაწყდი.+
4 იეჰოვას სახელს მოვუხმობდი:+„ო, იეჰოვა, იხსენი ჩემი სული!“+
5 იეჰოვა მწყალობელი და მართალია,+შემბრალებელია ჩვენი ღმერთი.+
6 იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+დავუძლურდი, მან კი გადამარჩინა.+
7 ჩემო სულო, დაუბრუნდი შენს მოსასვენებელ ადგილს,+რადგან კეთილად მოგექცა იეჰოვა.+
8 შენ დაიხსენი ჩემი სული სიკვდილისგან,+ჩემი თვალი — ცრემლებისგან და ჩემი ფეხი — წაბორძიკებისგან.+
9 იეჰოვას წინაშე ვივლი+ ცოცხალთა ქვეყანაში.+
10 რწმენა მქონდა+ და ამიტომ ვლაპარაკობდი.+ძალიან დაჩაგრული ვიყავი.
11 როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+„ყოველი ადამიანი ცრუა“.+
12 რით გადავუხდი იეჰოვას+ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?+
13 დიდებული ხსნის თასს+ ავიღებდა იეჰოვას სახელს მოვუხმობ.+
14 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+მთელი მისი ხალხის წინაშე.
15 იეჰოვას ძალიან უმძიმს*თავის ერთგულთა სიკვდილი.+
16 იეჰოვა,+მე ხომ შენი მსახური ვარ;+შენი მსახური ვარ, შენი მხევლის ძე;+შენ მოუშვი ჩემი თოკები.+
17 სამადლობელს შემოგწირავ მსხვერპლად+და მოვუხმობ იეჰოვას სახელს.+
18 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+მთელი მისი ხალხის წინაშე,+
19 იეჰოვას სახლის ეზოებში,+შენ შუაგულში, იერუსალიმო.+ადიდეთ იაჰი*!+
სქოლიოები
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
^ სიტყვასიტყვით — იეჰოვასთვის ძვირფასია.
^ იხილეთ 111:1-ის სქოლიო.