ფს. 119:1—176
א [ალეფ]
119 ბედნიერნი არიან თავიანთ გზაზე უბიწოდ მავალნი,+იეჰოვას კანონით მოსიარულენი.+
2 ბედნიერნი არიან მისი შეხსენებების დამცველნი;+ისინი მთელი გულით ეძებენ მას.+
3 არ სჩადიან უმართლობას,+მისი გზით დადიან.+
4 შენ გვიბრძანე, რომ გულმოდგინედ შეგვესრულებინა+შენი ბრძანებები.+
5 ნეტავ განმტკიცებული იყოს ჩემი გზა,+რომ დავიცვა შენი წესები!+
6 არ შევრცხვები,+თუკი ყველა შენს მცნებას ყურადღებით მოვეკიდები.+
7 წრფელი გულით შეგასხამ ხოტბას,+როცა ვისწავლი შენი სამართლის სამართლიანობას.+
8 შენს წესებს ვიცავ.+სულ ნუ მიმატოვებ.+
ב [ბეთ]
9 როგორ განწმინდოს ახალგაზრდამ+ თავისი გზა?იფხიზლოს შენი სიტყვის თანახმად.+
10 მთელი გულით გეძებ.+ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან.+
11 გულში განძივით ვინახავ შენს სიტყვებს,+რომ არ შეგცოდო.+
12 კურთხეული ხარ, იეჰოვა.მასწავლე შენი წესები.+
13 ჩემი ბაგეებით ვაცხადებ+შენი პირით წარმოთქმულ სამართალს.+
14 შენი შეხსენებების გზა ისევე მახარებს,+როგორც ყველაფერი, რაც ძვირფასია.+
15 შენს ბრძანებებზე ვიფიქრებ+და შენს გზებს ყურადღებით მოვეკიდები.+
16 შევიყვარებ შენს წესებს.+არ დავივიწყებ შენს სიტყვას.+
ג [გიმელ]
17 კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო+და დავიცვა შენი სიტყვა.+
18 თვალები ამიხილე, რათა ვიხილო+შენი კანონის საოცრებები.+
19 ხიზანი ვარ ამ ქვეყანაში.+ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.+
20 სული დამექანცა,+რადგან ყოველთვის შენი სამართალი მწადია.+
21 შენ კიცხავ დაწყევლილ, კადნიერ ხალხს,+რომელიც გადადის შენს მცნებებს.+
22 შეურაცხყოფა და სიძულვილი ჩამომაშორე,+რადგან ვიცავ შენს შეხსენებებს.+
23 სხედან მთავრები, ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ;+შენი მსახური კი შენს წესებზე ფიქრობს.+
24 მიყვარს შენი შეხსენებები+ —ჩემი მრჩევლები.+
ד [დელეთ]
25 მტვერს მიჰკვრია ჩემი სული.+სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+
26 ვაცხადებ ჩემს გზებს, რომ მიპასუხო.+მასწავლე შენი წესები.+
27 გამაგებინე შენი ბრძანებებით დადგენილი გზა,+რათა ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.+
28 მწუხარებისგან ძილი გაუკრთა ჩემს სულს.+წამომაყენე შენი სიტყვისამებრ.+
29 ჩამომაშორე ცრუ გზა,+მომეცი შენი კანონი და ამით წყალობა მიყავი.+
30 ერთგულების გზა ავირჩიე.+სწორად მივიჩნევ შენს სამართალს.+
31 შენს შეხსენებებს მივეწებე.+იეჰოვა, ნუ შემარცხვენ.+
32 შენი მცნებების გზაზე ვირბენ,+რადგან გული გამიფართოვე.+
ה [ჰე]
33 მასწავლე, იეჰოვა, შენი წესების გზა,+რომ ბოლომდე მივყვე მას.+
34 გამაგებინე, რომ დავიცვა შენი კანონი+და მთელი გულით შევასრულო.+
35 შენი მცნებების ბილიკებზე მატარე,+რადგან ეს მსიამოვნებს.+
36 ჩემი გული შენი შეხსენებებისკენ მიდრიკე,+და არა მოგებისკენ.+
37 თვალი ამარიდებინე არარაობას;+სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე.+
38 შეუსრულე შენს მსახურს შენი სიტყვა,+რომელიც შენს შიშს უნერგავს მას.+
39 ამარიდე შეურაცხყოფა, რომლისაც მეშინია,+რადგან კარგია შენი სამართალი.+
40 აი, ვნატრობ შენს ბრძანებებს.+სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიმართლით.+
ו [ვავ]
41 ჩემთან მოვიდეს შენი სიკეთე*, იეჰოვა,+შენგან ხსნა — შენი სიტყვისამებრ,+
42 რათა სიტყვით ვუპასუხო ჩემს შეურაცხმყოფელს,+რადგან შენს სიტყვას ვარ მინდობილი.+
43 სულ ნუ წაართმევ ჩემს ბაგეს ჭეშმარიტების სიტყვას,+რადგან შენს სამართალს ველი.+
44 მუდამ დავიცავ შენს კანონს,+მარადიულად, სამუდამოდ.+
45 ვრცელ ადგილას ვივლი,+რადგან ვიკვლევ შენს ბრძანებებს.+
46 შენს შეხსენებებზე ვილაპარაკებ მეფეთა წინაშე+და არ შევრცხვები.+
47 შევიყვარებ შენს მცნებებს,+მიყვარს ისინი.+
48 ხელებაპყრობილი ვილოცებ, რადგან მიყვარს შენი მცნებები,+და შენს წესებზე ვიფიქრებ.+
ז [ზაინ]
49 გაიხსენე შენი მსახურისთვის ნათქვამი სიტყვა,+რომელსაც ველოდი შენი დაპირებისამებრ.+
50 ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში,+რადგან შენმა სიტყვამ სიცოცხლე შემინარჩუნა.+
51 თუმცა ბევრს დამცინიან კადნიერები,+შენი კანონიდან არ გადამიხვევია.+
52 იეჰოვა, მახსოვს შენი სამართალი, რომელიც უხსოვარი დროიდანაა,+და ნუგეშს ვპოულობ მასში.+
53 რისხვამ შემიპყრო ბოროტთა გამო,+რომლებიც ტოვებენ შენს კანონს.+
54 სიმღერად მექცა შენი წესები+ჩემი ხიზნობის სახლში.+
55 ღამით ვიხსენებ შენს სახელს, იეჰოვა,+რომ დავიცვა შენი კანონი.+
56 ყოველივე ეს გამოვცადე,რადგან ვასრულებდი შენს ბრძანებებს.+
ח [ხეთ]
57 იეჰოვაა ჩემთვის განკუთვნილი წილი;+პირობას ვდებ, რომ დავიცავ შენს სიტყვებს.+
58 მთელი გულით ვცდილობ შენი გულის* მოლბობას.+წყალობა მიყავი შენი სიტყვისამებრ.+
59 ვუკვირდები ჩემს გზას,+რომ ფეხი ვიბრუნო შენი მცნებებისკენ.+
60 ვიჩქარე და არ დავყოვნებულვარ,+რომ შენი მცნებები დამეცვა.+
61 ბოროტთა თოკები შემომეხვია გარს.+შენი კანონი არ დამვიწყებია.+
62 შუაღამისას ვდგები, რომ მადლობა გითხრა+შენი სამართლის სამართლიანობის გამო.+
63 ყველა შენი მოშიშისა+და შენი ბრძანებების შემსრულებლის მეგობარი ვარ.+
64 იეჰოვა, შენმა სიკეთემ აავსო დედამიწა.+მასწავლე შენი წესები.+
ט [ტეთ]
65 შენ კარგად ეპყრობი შენს მსახურს,+იეჰოვა, შენი სიტყვისამებრ.+
66 მასწავლე ყოველივე კარგი,+ გონიერება+და მომეცი ცოდნა,+რადგან ვირწმუნე შენი მცნებები.+
67 როცა მიჭირდა, უნებურად შევცოდე;+ახლა კი ვიცავ შენს სიტყვას.+
68 კარგი ხარ და კარგს აკეთებ.+მასწავლე შენი წესები.+
69 სიცრუით ჩირქს მცხებენ კადნიერები,+მე კი მთელი გულით შევასრულებ შენს ბრძანებებს.+
70 ქონივით უგრძნობი გაუხდათ გული,+მე კი მიყვარს შენი კანონი.+
71 კარგია ჩემთვის, დაჩაგრული რომ ვარ,+რადგან შემიძლია შენი წესების სწავლა.+
72 კარგია ჩემთვის შენი ბაგიდან გამომავალი+ კანონი,+ათასობით ვერცხლსა და ოქროს სჯობია.+
י [ჲოდ]
73 შენმა ხელებმა შემქმნეს და განმამტკიცეს.+გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები.+
74 დამინახავენ და გაიხარებენ შენი მოშიშნი,+რადგან შენს სიტყვას ველი.+
75 კარგად ვიცი, იეჰოვა, რომ სამართლიანია შენი სამართალი,+დავისაჯე შენგან, რადგან ერთგული ხარ.+
76 ნეტავ შენი სიკეთით მანუგეშებდე,+როგორც უთხარი შენს მსახურს.+
77 წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო;+რადგან მიყვარს შენი კანონი.+
78 შერცხვნენ კადნიერები, რადგან უმიზეზოდ შემიყვანეს შეცდომაში.+მე შენს ბრძანებებზე ვფიქრობ.+
79 დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი+და შენი შეხსენებების მცოდნენი.+
80 უბიწოდ დაიცვას შენი წესები ჩემმა გულმა,+რათა არ შევრცხვე.+
כ [ქაფ]
81 სული დამიძაბუნდა შენგან ხსნის მოლოდინში,+შენს სიტყვას ველი.+
82 თვალები დამიძაბუნდა შენი სიტყვის მოლოდინში+და ვამბობ: „როდის მანუგეშებ?“+
83 კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე,+მაგრამ შენი წესები არ დამვიწყებია.+
84 რამდენი დღე აქვს შენს მსახურს?+როდის აღასრულებ ჩემი მდევნელებისთვის გამოტანილ განაჩენს?+
85 ჩემ დასაჭერად ორმოებს თხრიან კადნიერები,+რომლებიც შენს კანონს არ იცავენ.+
86 ყველა შენი მცნება ერთგულებაა.+უმიზეზოდ მდევნიან. დამეხმარე!+
87 ცოტაც და შემმუსრავდნენ დედამიწაზე,+მაგრამ არ მივატოვე შენი ბრძანებები.+
88 სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიკეთით,+რათა დავიცვა შენი ბაგიდან გამოსული შეხსენებები.+
ל [ლამედ]
89 იეჰოვა, სამარადისოდ+განმტკიცებულია შენი სიტყვა ზეცაში.+
90 თაობიდან თაობაშია შენი ერთგულება.+მყარად დაგიფუძნებია დედამიწა, რომ იდგეს.+
91 შენი სამართლით დღემდე დგანან ისინი,+რადგან შენი მსახურები არიან.+
92 შენი კანონი რომ არ მყვარებოდა,+ჩემს გაჭირვებაში დავიღუპებოდი.+
93 არასოდეს დავივიწყებ შენს ბრძანებებს,+რადგან მათი მეშვეობით სიცოცხლეს მინარჩუნებ.+
94 მე შენი ვარ. დამიხსენი,+რადგან შენს ბრძანებებს ვიკვლევ.+
95 ბოროტები მელოდებიან, რომ მომსპონ.+ყურადღებით ვეკიდები შენს შეხსენებებს.+
96 ყველანაირი სრულყოფილების დასასრული მინახავს.+მრავლისმომცველია შენი მცნებები.
מ [მემ]
97 როგორ მიყვარს შენი კანონი!+მასზე ვფიქრობ მთელი დღე.+
98 ჩემს მტრებზე უფრო ბრძენს მხდის შენი მცნება,+რადგან მარადიულად ჩემია იგი.+
99 ჩემს მასწავლებლებზე მეტი წვდომის უნარი შევიძინე,+რადგან ვფიქრობ შენს შეხსენებებზე.+
100 მოხუცებზე მეტად ვავლენ გაგების უნარს,+რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს.+
101 ყოველ ცუდ გზას ვარიდებ ფეხს,+რათა დავიცვა შენი სიტყვა.+
102 არ გადავდივარ შენს სამართალს,+რადგან შენ მასწავლი.+
103 რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა,თაფლზე ტკბილია იგი ჩემი პირისთვის!+
104 შენი ბრძანებების წყალობით გაგების უნარს ვავლენ.+ამიტომაც მძულს ყოველი ცრუ გზა.+
נ [ნუნ]
105 შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის+და სინათლეა ჩემი სავალისთვის.+
106 დავიფიცე, რომ აღვასრულებდი+შენს სამართალს, და შევასრულებ კიდეც.+
107 ძლიერ დავიჩაგრე.+ო, იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+
108 იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე ჩემი ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი+და მასწავლე შენი სამართალი.+
109 სული ხელით მიჭირავს,+მაგრამ არ ვივიწყებ შენს კანონს.+
110 ბოროტები მახეს მიგებენ,+მაგრამ შენს ბრძანებებს არ გადავდივარ.+
111 შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე,+რადგან ისინი მიხარებენ გულს.+
112 გულს იმისკენ მივმართავ,რომ სამარადისოდ,+ ბოლომდე შევასრულო შენი წესები.+
ס [სამეხ]
113 მძულს ყველა, ვინც უგულოდ გცემს თაყვანს,+შენი კანონი კი მიყვარს.+
114 შენა ხარ ჩემი საფარი და ფარი,+შენს სიტყვას ველი.+
115 გამშორდით, ბოროტმოქმედნო,+რათა დავიცვა ჩემი ღვთის მცნებები.+
116 მხარში ამომიდექი შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო,+და ნუ გამიწბილებ იმედს.+
117 მხარში ამომიდექი, რომ გადავრჩე,+მუდამ შენს წესებს დავუკვირდები.+
118 შენ მოისროლე ყველა, ვინც შენს წესებს გადადის,+რადგან მზაკვარნი და ცრუნი არიან.+
119 ხენჯივით მოსპე ყველა ბოროტი დედამიწაზე;+ამიტომ მიყვარს შენი შეხსენებები.+
120 შენი შიშით ტანში ჟრუანტელი მივლის;+მეშინია შენი სამართლის.+
ע [აინ]
121 სამართალი და სიმართლე აღვასრულე.+ნუ შეატოვებ ჩემს თავს გამომძალველებს!+
122 თავდებად დაუდექი შენს მსახურს იმისთვის, რაც კარგია.+ნურაფერს გამომძალავენ კადნიერები.+
123 თვალები დამიძაბუნდა შენგან ხსნისა+და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.+
124 შენი სიკეთით მოეპყარი შენს მსახურს+და მასწავლე შენი წესები.+
125 მე ვარ შენი მსახური.+ მომეცი გამჭრიახობა,+რათა ვიცოდე შენი შეხსენებები.+
126 იეჰოვას მოქმედების დროა.+დაარღვიეს მათ შენი კანონი.+
127 მიყვარს შენი მცნებები+ოქროზე, ხალას ოქროზე მეტად.+
128 ამიტომაც სწორად მივიჩნევ ყველა შენს ბრძანებას,+მძულს ყოველი ცრუ გზა.+
פ [ფე]
129 საოცარია შენი შეხსენებები;+ამიტომაც იცავს მათ ჩემი სული.+
130 შენი სიტყვების ახსნა სინათლის მომცემია,+გამოუცდელს გამჭრიახობას აძლევს.+
131 პირს ვაღებ და ვქოშინებ+შენი მცნებების წადილით.+
132 მომიბრუნდი და წყალობა მიყავი+იმ სამართლისამებრ, რომლითაც შენი სახელის მოყვარულებს ეპყრობი.+
133 განმიმტკიცე ნაბიჯები შენს სიტყვაში,+საზიანო ნურაფერი იბატონებს ჩემზე.+
134 გამომძალველი კაცისგან მიხსენი+და დავიცავ შენს ბრძანებებს.+
135 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+და მასწავლე შენი წესები.+
136 წყლის ნაკადულები ჩამომდის თვალებიდან,+რადგან არ იცავენ შენს კანონს.+
צ [ცადე]
137 მართალი ხარ, იეჰოვა,+და სწორია შენი სამართალი.+
138 შენი შეხსენებების+ დაცვა გვიბრძანე სიმართლითადა აღმატებული ერთგულებით.+
139 მომსპო ჩემმა მოშურნეობამ,+რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.+
140 განწმენდილია შენი სიტყვა+და შენს მსახურს უყვარს იგი.+
141 უბრალო კაცი ვარ და არაფრად ჩასაგდები,+მაგრამ არ ვივიწყებ შენს ბრძანებებს.+
142 შენი სიმართლე მარადარსებული სიმართლეა+და შენი კანონი — ჭეშმარიტება.+
143 თუმცა გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს,+მიყვარდა შენი მცნებები.+
144 შენი შეხსენებების სიმართლე მარადიულია.+მომეცი გაგების უნარი, რომ ვიცოცხლო.+
ק [კოფ]
145 მთელი გულით მოგიხმობ.+ მიპასუხე, იეჰოვა!+დავიცავ შენს წესებს.+
146 მოგიხმობ, მიხსენი!+დავიცავ შენს შეხსენებებს.+
147 ადრე ავდექი გარიჟრაჟამდე,+ შველა რომ მეთხოვა;+შენს სიტყვებს ველი.+
148 ჩემი თვალები ღამის გუშაგობას ასწრებს,+შენს სიტყვაზე რომ ვიფიქრო.+
149 ისმინე ჩემი ხმა შენი სიკეთით.+იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სამართლით.+
150 თავაშვებულები+ ახლოს მოვიდნენ;დაშორდნენ შენს კანონს.+
151 ახლოს ხარ, იეჰოვა,+ჭეშმარიტია ყველა შენი მცნება.+
152 დიდი ხანია ვიცი შენი შეხსენებებიდან ზოგი,+სამარადისოდ დაადგინე ისინი.+
ר [რეშ]
153 დაინახე ჩემი გაჭირვება და მიხსენი,+რადგან არ დამვიწყებია შენი კანონი.+
154 წარმართე ჩემი სასამართლო საქმე და გამათავისუფლე,+სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+
155 შორს არის ხსნა ბოროტთაგან,+რადგან არ იკვლევენ შენს წესებს.+
156 დიდია შენი წყალობა, იეჰოვა,+სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სამართლით.+
157 მდევნელი და მოწინააღმდეგე ბევრი მყავს,+მაგრამ შენს შეხსენებებს არ გადავდივარ.+
158 მინახავს ვერაგები,+მძულს ისინი, რადგან არ იცავენ შენს სიტყვას.+
159 დაინახე, რომ მიყვარს შენი ბრძანებები.+იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიკეთით.+
160 შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა+და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.+
ש [სინ] ან [შინ]
161 უმიზეზოდ მდევნიან მთავრები,+მაგრამ ჩემს გულს შენი სიტყვების შიში აქვს.+
162 ისე მახარებს შენი სიტყვა,+როგორც კაცს დიდი ნადავლის პოვნა.+
163 სიცრუე მძულს,+ მეჯავრება;+შენი კანონი მიყვარს.+
164 დღეში შვიდჯერ გადიდებ+შენი სამართლის სამართლიანობის გამო.+
165 დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს,+არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.+
166 შენგან ხსნის იმედი მაქვს, იეჰოვა,+და ვიცავ შენს მცნებებს.+
167 იცავს ჩემი სული შენს შეხსენებებს+და უზომოდ მიყვარს ისინი.+
168 ვიცავ შენს ბრძანებებსა და შეხსენებებს;+შენ წინაშეა ჩემი გზა.+
ת [თავ]
169 მოაღწიოს შენამდე ჩემმა მუდარამ, იეჰოვა!+მომეცი გამჭრიახობა შენი სიტყვისამებრ.+
170 მოაღწიოს შენამდე ჩემმა თხოვნამ წყალობის შესახებ.+მიხსენი შენი სიტყვისამებრ.+
171 გაქონ ჩემმა ბაგეებმა,+რადგან მასწავლი შენს წესებს.+
172 აამღეროს ჩემმა ენამ შენი სიტყვები,+რადგან მართალია შენი მცნებები.+
173 დამეხმაროს შენი ხელი,+რადგან ავირჩიე შენი ბრძანებები.+
174 ვნატრობ შენგან ხსნას, იეჰოვა,+და მიყვარს შენი კანონი.+
175 იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს,+დამეხმაროს შენი სამართალი.+
176 დაკარგული ცხვარივით დავეხეტები.+ მოძებნე შენი მსახური,+რადგან არ დამვიწყებია შენი მცნებები.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
^ სიტყვასიტყვით — სახის.