ფს. 12:1—8

ხელმძღვანელს: დაბალხმიანი საკრავების თანხლებით.+ დავითის სიმღერა 12  მიხსენი,+ იეჰოვა, რადგან ბოლო მოეღო ერთგულს,+აღარ არიან ერთგულები ადამიანთა შორის.   ერთმანეთს სიცრუეს ელაპარაკებიან,+ორგულად ლაპარაკობენ+ მოთაფლული ბაგეებით.+   მოკვეთს იეჰოვა მოთაფლულ ბაგეებსადა ამპარტავნობით მოლაპარაკე ენას,+   მათ, ვინც ამბობს: ჩვენი ენით გავიმარჯვებთო,+რასაც გვინდა, იმას ვიტყვით ჩვენი ბაგეებით, ვინ გაგვიბატონდებაო.   „დაჩაგრულთა ძარცვისა და საწყალთა ოხვრის გამო+აღვსდგები ახლა, — ამბობს იეჰოვა.+დავიცავ მას ყველასგან, ვინც ზიზღით უყურებს“.+   წმინდაა იეჰოვას სიტყვები,+როგორც ხალასი ვერცხლი, მიწის ღუმელში შვიდჯერ გაწმენდილი.   შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,+სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ თაობისგან.   მიდი-მოდიან ბოროტები,რადგან განდიდებულია ბოროტება ადამიანის ძეთა შორის.+

სქოლიოები