ფს. 124:1—8
აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი
124 „იეჰოვა რომ ჩვენთან არ ყოფილიყო,+ —თქვას ისრაელმა,+ —
2 იეჰოვა რომ ჩვენთან არ ყოფილიყო,+როცა ხალხი ჩვენ წინააღმდეგ აღსდგა,+
3 ისინი ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ,+ჩვენზე რისხვით ანთებულნი;+
4 წყალი წაგვლეკავდა+და მდინარე გადაუვლიდა ჩვენს სულს;+
5 გადაუვლიდა ჩვენს სულსკადნიერების წყალი.+
6 კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რომელმაცმათ ლუკმად არ გვაქცია.+
7 ჩვენი სული იმ ჩიტს ჰგავს, თავი რომ დააღწია+მონადირეების მახეს.+მახე დაიმტვრა+და თავი დავაღწიეთ მას.+
8 ჩვენი შველა იეჰოვას,+ცისა და დედამიწის შემოქმედის, სახელშია“.+