ფს. 126:1—6
აღსავალი სიმღერა
126 როცა იეჰოვამ დააბრუნა სიონის ტყვეები,+თავი სიზმარში გვეგონა.+
2 მაშინ გვიცინოდა პირი+და სიხარულით ყიჟინებდა ჩვენი ენა.+მაშინ ამბობდნენ ხალხებში:+დიდი საქმე მოიმოქმედაო იეჰოვამ მათთვის.+
3 დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის.+გახარებული ვართ.+
4 დაგვაბრუნე, იეჰოვა, ჩვენ, ტყვეები,+როგორც ნეგებში კალაპოტები.+
5 ცრემლით მთესველნი+სიხარულის ყიჟინით მოიმკიან.+
6 ვინც ტირილით მიდის+და თან თესლით სავსე ტომარა მიაქვს,+მხიარული შეძახილით დაბრუნდება+და თან წამოიღებს თავის ძნებს.+