ფს. 127:1—5

აღსავალი სიმღერა. სოლომონის ფსალმუნი 127  თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,+ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები;+თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს,+ტყუილად ფხიზლობს გუშაგი.+   ტყუილად დგებით ადრიანად,+ტყუილად სხედხართ გვიანობამდე,+ტყუილად ჭამთ საჭმელს ტკივილით;+ის იმას აძლევს ძილს, ვინც უყვარს.+   აი შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან,+ჯილდოა მუცლის ნაყოფი.+   როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში,+ისე არიან სიყრმის შვილები.+   ბედნიერია კაცი, რომელმაც კაპარჭი აივსო+ მათით.არ შერცხვებიან ისინი,+რადგან მტრებს დაელაპარაკებიან კარიბჭესთან.

სქოლიოები