ფს. 129:1—8
აღსავალი სიმღერა
129 „დიდი ხანია მმტრობენ ისინი, ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული,+ —თქვას ისრაელმა,+ —
2 დიდი ხანია მმტრობენ ისინი, ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული,+მაგრამ მაინც ვერ მძლევენ.+
3 მხვნელები ჩემს ზურგზე ხნავენ,+აგრძელებენ კვლებს“.
4 მართალია იეჰოვა.+ის ჭრის ბოროტთა თოკებს.+
5 შერცხვება და უკან გაბრუნდება+სიონის ყველა მოძულე.+
6 დაემსგავსებიან ბანზე ამოსულ მწვანე ბალახს,+რომელიც მოგლეჯამდე ხმება,+
7 რომლითაც ვერ აივსებს მუჭას მომკელი,+ვერც უბეს — ძნების შემგროვებელი.
8 ჩამვლელებიც არ ეუბნებიან:იეჰოვამ გაკურთხოთ,+იეჰოვას სახელით გაკურთხეთო.+