ფს. 130:1—8
აღსავალი სიმღერა
130 სიღრმეებიდან მოგიხმე, იეჰოვა!+
2 იეჰოვა, ისმინე ჩემი ხმა!+ყური მოაპყარი ჩემს ვედრებას.+
3 დანაშაულს რომ აკვირდებოდე,+ იაჰ*,ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!+
4 შენთან არის ჭეშმარიტი პატიება,+რათა ეშინოდეთ შენი.+
5 იმედი მაქვს, იეჰოვა, იმედი აქვს ჩემს სულს,+შენს სიტყვას ველი.+
6 იეჰოვას ელის ჩემი სული+უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას,+ვიდრე გუშაგი — დილას.+
7 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას,+რადგან იეჰოვასთან არის სიკეთე*,+მას აქვს გამოსყიდვის დიდი ძალა.+
8 ის გამოისყიდის ისრაელს ყველა დანაშაულისგან.+