ფს. 132:1—18

აღსავალი სიმღერა 132  გახსოვდეს, იეჰოვა, დავითის+ყველა დამცირება;+   როგორ შეჰფიცა იეჰოვას,+როგორ აღუთქვა იაკობის+ ძლიერს:+   „არ შევალ ჩემი სახლის კარავში.+არ ავალ ჩემს დიდებულ ტახტზე, ჩემს საწოლზე,+   ძილს არ მივაკარებ თვალებს,+არც თვლემას — ჩემს მბრწყინავ თვალებს,+   სანამ არ ვიპოვი ადგილს იეჰოვასთვის,+დიდებულ კარავს — იაკობის ძლიერისთვის“.+   ეფრათაში მოვისმინეთ მის შესახებ,+ტყეში ვიპოვეთ ის!+   მივიდეთ მის დიდებულ კარავში+და დავემხოთ მის ფეხსადგამთან.+   აღსდექ, იეჰოვა, შენს მოსასვენებელ ადგილზე,+შენცა და შენი ძლიერების+ კიდობანიც!+   სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდლები+და სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა.+ 10  შენი მსახური დავითის გამო+ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.+ 11  იეჰოვამ შეჰფიცა დავითს+და უკან არ წაიღებს სიტყვას:+„შენი მუცლის ნაყოფს+დავსვამ შენს ტახტზე.+ 12  თუ დაიცავენ შენი ძეები ჩემს შეთანხმებას+და ჩემს შეხსენებებს, რომლებსაც ვასწავლი,+მათი ძეებიც მარადიულად+ისხდებიან შენს ტახტზე“.+ 13  იეჰოვამ ამოირჩია სიონი,+ნატრობდა მასში დამკვიდრებას:+ 14  „მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი,+აქ დავმკვიდრდები, რადგან ამას ვნატრობდი.+ 15  ვაკურთხებ მის საზრდოს,+პურით გავაძღებ მის ღარიბებს.+ 16  ხსნით შევმოსავ მის მღვდლებს+და სიხარულით შესძახებენ მისი ერთგულები. 17  იქ აღმოვაცენებ დავითის რქას*.+ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.+ 18  მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ,+მასზე კი გვირგვინი+ გაიფურჩქნება“.+

სქოლიოები

იხილეთ 112:9-ის სქოლიო.