ფს. 135:1—21

135  ადიდეთ იაჰი*!+ადიდეთ იეჰოვას სახელი,+ხოტბა შეასხით მას, იეჰოვას მსახურნო,+   თქვენ, ვინც იეჰოვას სახლში დგახართ,+ჩვენი ღვთის სახლის ეზოებში.+   ადიდეთ იაჰი, რადგან კარგია იეჰოვა.+ქება უმღერეთ მის სახელს, რადგან სასიამოვნოა ის.+   იაჰმა აირჩია იაკობი,+ისრაელი — თავის გამორჩეულ საკუთრებად.+   კარგად ვიცი, რომ დიდებულია იეჰოვა,+ჩვენი უფალი ყველა სხვა ღმერთს აღემატება.+   რაც სურს იეჰოვას, ყველაფერს აკეთებს+ცაში თუ დედამიწაზე, ზღვაში თუ წყლის სიღრმეებში.+   მას ამოჰყავს ორთქლი დედამიწის კიდეებიდან,+მან შექმნა წყლის კარიბჭეები წვიმისათვის,+მას გამოჰყავს ქარი საცავებიდან.+   მან დასცა ეგვიპტის პირმშოები,+ადამიანიც და პირუტყვიც.+   ნიშნები და სასწაულები მოგივლინა, ეგვიპტევ,+ფარაონსა და ყველა მის მსახურს მოუვლინა ისინი.+ 10  მან დასცა მრავალი ერი+და დახოცა ძლიერი მეფეები:+ 11  სიხონი, ამორეველთა მეფე,+ოგი, ბაშანის მეფე+და ქანაანის ყველა სამეფო.+ 12  მან მისცა მათი მიწა მემკვიდრეობად,+მემკვიდრეობად მისცა ისრაელს, თავის ხალხს.+ 13  იეჰოვა, მარადიულია შენი სახელი.+იეჰოვა, თაობიდან თაობაშია შენი ხსენება.+ 14  იეჰოვა გამოესარჩლება თავის ხალხს+და შეიბრალებს თავის მსახურებს.+ 15  ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა,+ადამიანის ნახელავი:+ 16  პირი აქვთ და ვერაფერს ამბობენ,+თვალები აქვთ და ვერაფერს ხედავენ,+ 17  ყურები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ისმენენ,+სული არ უდგათ პირში.+ 18  მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+ 19  ისრაელის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+აარონის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+ 20  ლევის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+იეჰოვას მოშიშნო, აკურთხეთ იეჰოვა!+ 21  კურთხეული იყოს სიონიდან იეჰოვა,+რომელიც იერუსალიმში მკვიდრობს.+აკურთხეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.