ფს. 136:1—26

136  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე*.+   მადლობდეთ ღმერთთა ღმერთს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+   მადლობდეთ უფალთა უფალს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   საოცრებების, დიდებული საქმეების მოქმედს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მას, ვინც გონიერებით შექმნა ზეცა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მას, ვინც წყალზე გადაჭიმა დედამიწა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მას, ვინც დიდი მნათობები შექმნა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მზე დღის განმგებლად შექმნა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მთვარე და ვარსკვლავები — ღამის ერთობლივ განმგებლებად,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 10  მას, ვინც დაჰკრა ეგვიპტის პირმშოებს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 11  და ვინც ისრაელი გამოიყვანა მათგან,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 12  ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე; 13  მას, ვინც გაყო წითელი ზღვა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 14  და ვინც ისრაელი გაატარა მის შუაგულში,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 15  ვინც წითელ ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ჯარი,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 16  მას, ვინც უდაბნოში ატარა თავისი ხალხი,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 17  მას, ვინც დაჰკრა დიდ მეფეებს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 18  და ვინც დახოცა დიდებული მეფეები,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 19  სიხონი, ამორეველთა მეფე,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 20  და ოგი, ბაშანის მეფე,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 21  მას, ვინც მემკვიდრეობად მისცა მათი მიწა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 22  მემკვიდრეობად მისცა ისრაელს, თავის მსახურს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 23  მას, ვინც გაგვიხსენა, როცა დამდაბლებულნი ვიყავით,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 24  და ვინც მოწინააღმდეგეებს გამოგვგლიჯა,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 25  ვინც საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 26  მადლობდეთ ცათა ღმერთს,+რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.