ფს. 138:1—8

დავითის ფსალმუნი 138  მთელი გულით შეგასხამ ხოტბას.+სხვა ღმერთების თვალწინ გიმღერებ ქებას.+   პირს ვიბრუნებ შენი ტაძრის მხარეს და მდაბლად თაყვანს გცემ,+ხოტბას შევასხამ შენს სახელს+შენი სიკეთისა*+ და ჭეშმარიტების გამო.+შენ განადიდე შენი სიტყვა+ შენს სახელზე მეტად.+   იმ დღესვე მიპასუხე, როცა მოგიხმე;+გაბედულება შემატე ჩემს სულს შენი ძალით.+   დედამიწის მეფეები ხოტბას შეგასხამენ, იეჰოვა,+რადგან გაიგებენ შენი პირიდან გამოსულ სიტყვებს.   იმღერებენ იეჰოვას გზების შესახებ,+რადგან დიდია იეჰოვას დიდება.+   მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს;+მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს.+   გასაჭირშიც რომ ვიყო, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს,+ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის გამო+და მიხსნის შენი მარჯვენა.+   იეჰოვა ბოლომდე შეასრულებს იმას, რაც ჩემთვის განიზრახა.+იეჰოვა, მარადიულია შენი სიკეთე.+ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.+

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.