ფს. 139:1—24
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა
139 იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.+
2 შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები.+შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს.+
3 შენ მაკვირდები, როცა დავდივარ და როცა ვწევარ,+შენთვის ცნობილია ჩემი გზები.+
4 ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე,+რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა.+
5 ყოველი მხრიდან ალყაში მომაქციე,ხელი დამადე.
6 ასეთი ცოდნა მეტისმეტად გასაოცარია ჩემთვის;+იმდენად მაღლაა, რომ ვერ ვწვდები.+
7 სად წავუვალ შენს სულს+და სად გავექცევი შენს სახეს?+
8 ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ,+სამარეშიც* რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ.+
9 განთიადის ფრთებიც+ რომ მქონოდაუშორეს ზღვაზე დასამკვიდრებლად,+
10 იქაც შენი ხელი წამიძღვებოდა+და შენი მარჯვენა დამიჭერდა.+
11 რომ მეთქვა, სიბნელე სწრაფად შემიპყრობს-მეთქი,+მაშინ ღამე სინათლედ იქცეოდა ჩემ გარშემო.+
12 სიბნელეც კი არ იქნებოდა შენთვის ძალიან ბნელი,+ღამე დღესავით გაანათებდა;+სიბნელე სინათლედ იქცეოდა.+
13 შენ შექმენი ჩემი თირკმელები;+გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში.+
14 ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.+საოცარია შენი საქმეები+და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.+
15 არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები,+როცა დაფარულში შევიქმენი,+როცა დედამიწის სიღრმეებში+ ვიყავი მოქსოვილი.
16 შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი+და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო,+მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა.
17 რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!+ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!+
18 მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშის მარცვალზე მეტი იქნებოდა.+გავიღვიძე და კვლავაც შენთან ვარ.+
19 ღმერთო, ნეტავ დახოცავდე ბოროტებს!+მაშინ განმშორდებოდა სისხლისმღვრელი ხალხი,+
20 რომელიც შენზე თავისი ზრახვებისამებრ ლაპარაკობს.+შენს სახელს უღირსად+ ახსენებენ შენი მოწინააღმდეგენი.+
21 განა არა მძულს შენი მოძულეები, იეჰოვა,+და განა არ მეზიზღება შენ წინააღმდეგ აღმდგარნი?!+
22 დიდი სიძულვილით მძულს ისინი.+ნამდვილი მტრები გახდნენ ჩემთვის.+
23 გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები;+
24 ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა,+და წამიძეხი მარადიულობის გზაზე.+
სქოლიოები
^ იხილეთ 116:3-ის სქოლიო.