ფს. 14:1—7
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი
14 უგუნური გულში ამბობს:„არ არსებობს იეჰოვა“.+უკეთურად და საძაგლად+ იქცევიან;არავინ არის კარგის მკეთებელი.+
2 იეჰოვა კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანის ძეებს,+რომ დაინახოს, ვისა აქვს წვდომის უნარი და ვინ ეძებს იეჰოვას.+
3 ყველამ გადაუხვია გზიდან,+ ყველა ერთიანად გაირყვნა;+არავინ აკეთებს სიკეთეს,+არავინ.+
4 ნუთუ ვერც ერთმა სიავის მქნელმა ვერ მიიღო ცოდნა,+პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს?!+მათ არ მოუხმეს იეჰოვას.+
5 ძლიერ შეშინდნენ,+რადგან იეჰოვა მართალთა თაობასთან არის.+
6 ჩაგრულთა განზრახვას დასცინით,რადგან იეჰოვაა მათი თავშესაფარი.+
7 ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის ხსნა!+გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,+როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვეებს თავისი ხალხიდან!+