ფს. 140:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 140  მიხსენი, იეჰოვა, ბოროტი ხალხისგან,+დამიცავი მოძალადეებისგან,+   რომლებიც ცუდს იზრახავენ გულში+და მთელი დღე ისე მესხმიან თავს, თითქოს ომში არიან.+   გველივით წაიმახვეს ენები;+გველგესლას შხამი აქვთ ბაგეებს მიღმა.+ სელა.   დამიცავი, იეჰოვა, ბოროტის ხელიდან,+დამიცავი მოძალადე კაცისგან,+მათგან, ვისაც ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება განუზრახავთ.+   ხაფანგი დამიგეს პატივმოყვარეებმა;+თოკები ბადესავით გაშალეს გზის პირას.+მახეები დამიგეს.+ სელა.   ვუთხარი იეჰოვას: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.+ყური მოაპყარი, იეჰოვა, ჩემს ვედრებას“.+   იეჰოვა, უზენაესო უფალო,+ ჩემი ხსნის ძალავ,+შენ დამიფარე თავი ბრძოლის დღეს.+   იეჰოვა, ნუ მისცემ ნებას ბოროტებს, თავიანთი წადილი აისრულონ.+ხელს ნუ შეუწყობ მათ შეთქმულებას, რათა არ განდიდდნენ.+ სელა.   მათი თავები კი, ვინც გარს შემომხვევია,+მათივე ბაგეებით გამოწვეულმა გასაჭირმა დაფაროს.+ 10  მოგიზგიზე ნაკვერჩხლები დაეყაროთ თავზე.+ჩაცვივდნენ ცეცხლში+ და ჭებში, რომ ვეღარ წამოდგნენ.+ 11  ნუ განმტკიცდება დედამიწაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მოლაპარაკე.+ბოროტებამ ურტყას მოძალადეს და ასე ინადიროს მასზე.+ 12  კარგად ვიცი, რომ იეჰოვა შეისმენს+დაჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.+ 13  მართლები მადლობას ეტყვიან შენს სახელს;+წრფელები დამკვიდრდებიან შენი სახის წინაშე.+

სქოლიოები