ფს. 141:1—10

დავითის სიმღერა 141  იეჰოვა, შენ მოგიხმობ,+იჩქარე ჩემკენ.+ყური მოაპყარი ჩემს ხმას, როცა მოგიხმობ.+   საკმეველივით+ მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე,+ხელების აპყრობა — მარცვლეული შესაწირავივით.+   დაცვა დაუყენე ჩემს პირს, იეჰოვა,+დარაჯი დაუყენე ჩემს ბაგეებს.+   ნუ მიდრიკავ ჩემს გულს ცუდისკენ,+უგვანი საქმეები რომ არ ჩავიდინო ბოროტებით+სიავის მქნელებთან ერთად+და არ ვისაზრდოო მათი ნუგბარით.+   მართლის დარტყმა სიკეთე* იქნება ჩემთვის,+მისი შეგონება — ზეთი ჩემი თავისთვის,+მე* უარს არ ვიტყვი ამაზე.+ვილოცებ მათი უბედურების დროს.+   მათი მოსამართლეები კლდის კიდეებიდან გადმოყარეს,+ხალხმა კი ისმინა ჩემი ნათქვამი და მიხვდა, რომ სასიამოვნოა ის.+   როგორც პობისა და ჩეხვის დროს იფანტება მიწაზე ნაფოტები,ისეა მიმოფანტული ჩვენი ძვლები სამარის* პირას.+   მაგრამ ჩემი თვალები შენკენ არის მოპყრობილი,+ იეჰოვა, უზენაესო უფალო.+შენ გაფარებ თავს.+ნუ მისცემ სიკვდილს ჩემს სულს.+   დამიცავი მათ მიერ დაგებული ხაფანგის მარწუხებისგან+და სიავის მქნელთა მიერ დაგებული მახეებისგან.+ 10  ბოროტები ერთად გაებმებიან თავიანთ ბადეებში,+მე კი უსაფრთხოდ ჩავივლი.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ჩემი თავი.
იხილეთ 136:1-ის სქოლიო.
იხილეთ 116:3-ის სქოლიო.