ფს. 142:1—7
მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა ის გამოქვაბულში იყო.+ ლოცვა
142 ხმამაღლა ვთხოვდი იეჰოვას შველას,+ხმამაღლა შევღაღადებდი იეჰოვას, რომ წყალობა ეყო ჩემთვის.+
2 მის წინაშე ვღვრიდი ჩემს საწუხარს,+მას ვუყვებოდი ჩემს გასაჭირს,+
3 როცა სული+ დამიუძლურდა.შენ იცოდი ჩემი სავალი.+ჩემს სავალ გზაზე+ხაფანგი დამიგეს.+
4 გაიხედე მარჯვნივ და დაინახე,რომ არავინ მაღიარებს.+დაიქცა ჩემი თავშესაფარი+და არავის ანაღვლებს ჩემი სული.+
5 შენ გთხოვე შველა, იეჰოვა,+ვთქვი: „შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,+ჩემი წილი+ ცოცხალთა ქვეყანაში“.+
6 ყურად იღე ჩემი მუდარა,+რადგან მეტისმეტად დავუძლურდი.+მიხსენი ჩემი მდევნელებისგან,+რადგან ჩემზე ძლიერნი არიან.+
7 გამოიყვანე ჩემი სული დილეგიდან,+რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს.+ჩემ გარშემო შემოიკრიბონ მართლები,+რადგან კეთილად მექცევი.+