ფს. 143:1—12
დავითის სიმღერა
143 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+ყური მოაპყარი ჩემს ვედრებას.+შენი ერთგულებითა და სიმართლით მიპასუხე.+
2 ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,+რადგან შენ წინაშე ვერავინ იქნება მართალი.+
3 მტერი დევნის ჩემს სულს.+მიწასთან გაასწორა ჩემი სიცოცხლე.+ბნელ ადგილებში დამასახლა დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.+
4 სული+ დამიუძლურდა;გული ჩამიკვდა.+
5 ვიხსენებ ადრინდელ დღეებს.+ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე.+სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე.+
6 შენკენ ვიწვდი ხელებს.+ჩემს სულს ისე სწყურიხარ, როგორც გამხმარ მიწას.+ სელა.
7 იჩქარე და მიპასუხე, იეჰოვა.+ბოლო მოეღო ჩემს სულს.+ნუ დამალავ სახეს ჩემგან,+თორემ საფლავში* ჩამავალთ დავემსგავსები.+
8 დილაობით გამაგონე შენი სიკეთე*,+რადგან შენზე ვამყარებ იმედს.+გამაგებინე, რომელი გზით ვიარო,+რადგან შენკენ აღვაპყრობ სულს.+
9 მიხსენი ჩემი მტრებისგან, იეჰოვა.+შენ გაფარებ თავს.+
10 მასწავლე შენი ნების შესრულება,+რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი.+კარგია შენი სული.+წამიძღვეს იგი სიმართლის ქვეყანაში.+
11 შენი სახელის გულისთვის+ შემინარჩუნე სიცოცხლე, იეჰოვა.+შენი სიმართლით+ გამოიყვანე ჩემი სული გასაჭირიდან.+
12 შენი სიკეთით დაადუმე ჩემი მტრები.+მოსპე ყველა, ვინც მტრობს ჩემს სულს,+რადგან შენი მსახური ვარ.+